სასჯელი უძილობის გამო

ძლივს ვიხსენებ, ბოლოს როდის გამეთიშა ინტერნეტი. მგონი ეს 2 წლის წინ იყო, როცა ზედა სართულის მეზობელმა სახურავზე რაღაც დააზაიანა და 1 თვე მომიხდა ლოდინი, რომ კავკასუსის ხალხი მოსულიყო და შეეკეთებინათ.  ეს ერთი თვე ნამდვილი სასჯელი იყო, რომელიც ძლივს გადავიტანე.

ახლა სრულიად თავისუფალი ვარ. პრინციპში, დიდად დატვირთული გრაფიკიც არასოდეს მაქვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ დროის უქონლობას ვუჩივი, თუმცა ასეთი მიშვებულობაც უკვე გულისამრევია. ხან რაღაცას ვკითხულობ, ვსწავლობ ან ვვარჯიშობ, მაგრამ არანაირ რეჟიმს არ ვექვემდებარები. ამიტომ, ყველაფერი ამერია თავში. აღარ ვუკვირდები როდის რას ვჭამ, ვკითხულობ, ვიძინებ, ვიღვიძებ… ჰოდა, ზუსტად დაძინებაზე ვაპირებ ლაპარაკს.

მოკლედ, უკვე 1 თვეა, მე და დედაჩემს შორის კონფლიქტები არ წყდება. უფრო სწორად, მე ყოველთვის მოპასუხე მხარეს წარმოვადგენ, ის კი სულ ბრალდებით გამოდის, რომ საღამოს 7 საათამდე საჭმელს არ ვჭამ, ღამის 4 საათამდე არ ვიძინებ (მთლიანობაში, 7 საათზე მეტ ხანს არ მძინავს), გარეთ არ გავდივარ…  მიაჩნია, რომ ავად ვარ და თუ ასე გავაგრძელებ, მალე მოვკვდები კიდევაც. ამ ყველაფრის მიზეზად  კი, რა თქმა უნდა, ისევ ინტერნეტს ასახელებს. 2 კვირის წინ დამემუქარა კიდევაც, რომ ფულს აღარ გადაიხდიდა და დაელოდებოდა როდის გამთიშავდა ქსელიდან კავკასუსი. მეც, რადგან არც ანაზღაურებადი სამსახური გამაჩნია და არც რაიმე დანაზოგი, მშვიდად ვეგუები, რომ გაურკვეველი ვადით მომიწევს ინტერნეტის გარეშე დარჩენა.

ჰოდა, ახლა 10 დღიანი კრედიტის ბოლო საათებს ვითვლი. კომპიუტერში იმდენი ფილმი გადმოვწერე, რამდენიც ვინჩესტერმა დაიტია. ძალიან მაინტერესებს, როდემდე გავძლებ ასე და “გამომასწორებს” თუ არა ასეთი სასჯელი. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ძილს ისევ ძველებურად შევიყვარებ და გარეთ უფრო ხშირად გავალ.

აბა, დროებით.

Posted on 15/09/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. მე უკვე ვხვდები, რომ დამოკიდებული ვარ…

  2. ოოო. მძიმე შემთხვევაა… პრინციპში მეც რაღაც ეგეთი მჭირს, განსაკუთრებით მას მერე რაც ვეკო სახლში აღარაა, კომპიუტერიდან ვერ მაწყვეტავენ და აშკარად ვგრძნობ რომ ვშტერდები😀
    ნუ ღელავ, დაიწყება სწავლა და შეიცვლება ყველაფერი : *

  3. მართალია დედა🙂 დაგიქვეითდება შრომისუნარიანობა და ვეღარც სწავლას გაქაჩავ და ვეღარც ვერაფერს… მე არავინ მაკონტროლებს, მაგრამ უკვე ჩემი ნებით ვიძინებ ადრე…🙂

    • იმედია მეც მეშველება. ნუ, სწავლა რომ დაიწყება, უძილოდ მაინც ვერ გავძლებ.

      • როგორც ვხედავ, გადაურჩი სასჯელს :):):) ძალიან მომწონს ახალი დიზაინი🙂 :*

      • ჰო, 2 დღეს გასტანა მხოლოდ ჩემმა სასჯელმა😀

  4. ვერ ვიტან ასეთი შინაარსის წერილებს😦 მთრგუნავს😀

  5. Jason Evans

    ოო ნაცნობი შემთხვევაა.. მაგრამ ჯერ მე ვერ დამიმორჩილეს😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: