რატომ გავხდი ბლოგერი (ანუ მორიგი დავალება)

დღეს, ნიკამ მომიკაკუნა სკაიპში, დავალება მოუმზადებია ჩემთვის. ოჰ, რა დროულად მომისწრო ამ ტეგ-თამაშმა😀

ვცდილობ გავიხსენო, როგორ და რატომ გავხდი ბლოგერი

2009 წლის ოქტომბერი იყო, როცა ვეკომ ფორუმზე გვამცნო, ბლოგი შევქმენი და წერას ვიწყებო. ბლოგი რაც იყო, მანამდე მხოლოდ სვითისგან და თინისგან ვიცოდი, სამაგიეროდ დღიურებში წერის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა🙂 საკმაოდ რთული პერიოდი მედგა. სწავლის დაწყებამ და უნივერსიტეტმა ძალიან დამაბნია. თავს სულ მარტოდ ვგრძნობდი, საუკეთესო დაქალიც საზღვარგარეთ წამივიდა, ზოგს თავისი საქმე ჰქონდა, ახლებს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და ნამდვილი შვება იყო იმის წარმოდგენა, რომ სადმე, ყველაფრის დაწერა შემეძლებოდა, რაც მომინდებოდა და შემდეგ ამას ვინმე წაიკითხავდა. ასე ავყევი ვეკოს და ვორდპრესზე დავრეგისტრირდი. მომწონდა, რომ რაღაც ახალი საქმე გამოვიჩინე. მალე ჩვევაში გადამეზარდა, რომ ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. ვცდილობდი ყველა სიტუაცია პოსტად წარმომედგინა. ძალიან მომწონდა, რომ განტვირთვის საინტერესო საშუალება ვიპოვნე და ამით ჩემს ჩახვეულ აზრებს, სიხარულსა თუ წუხილს, ცოტაოდენი გასაქანი მივეცი.

ჰოდა ასე… ბლოგერობისთვის არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. არც პოპულარობას ვეძებდი ოდესმე და არც რეიტინგებში მიქექია ჩემი ბლოგის სტატუსი. ვწერ, რადგან ასე უკეთესად ვახერხებ ვიყო გულწრფელი🙂

ვტავაგ თამარას, ნინიტოს, და მარიეს🙂

Posted on 21/09/2011, in სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. რას მერჩოდი, ქალოვ :):):) კარგი, მაინც ახალბედა ვარ და უნდა დავწერო, აბა, რა უნდა ვქნა🙂

  2. ხუთიანი შენ დავალებაში

  3. ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. ვცდილობდი ყველა სიტუაცია პოსტად წარმომედგინა. << ძალიან მეცნობა ეს ყველაფერი.. :დ

  4. ბლოგისთვის სახელი, დიზაინი შეგიცვლია და მეც ვკითხულობდი პოსტს და ვფიქრობდი: კიდე ვიღაცისთვისგავმხდარვარ-მეთქი სტიმული ბლოგერობისთვის😀

  5. Jason Evans

    ახალი დიზაინი ძალიან მომეწონაა.. ძალიან !! : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: