იმპროვიზაცია

ყოველთვის მჯეროდა, რომ წინდახედულობა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. მუდამ ვცდილობ, ამ პრინციპით ვიმოქმედო, რადგან ვიცი, შეცდომის დაშვების ალბათობას ასე მინიმუმამდე შევამცირებ და თავში ხელის შემორტყმაც არ დამჭირდება. მიყვარს, როცა წინასწარ მაქვს განზრახული, რას ვუპირებ საკუთარ თავს. დაახლოებით მაინც ვცდილობ დავგეგმო ახლო მომავალი, რომ მერე გზა არ ამებნას და ქარის მიმართულებით არ მომიხდეს მოძრაობა. ამიტომ, ყოველთვის წინასწარ ვსწავლიობ გზას, საითაც წასვლას ვაპირებ.

თუმცა, გეგმებისა და იმედებისგან რაც უფრო მაღალ კოშკს ააშენებ, მით უფრო ძნელი იქნება მისი ნანგრევებიდან გამოძრომა. რას იზამ, როცა ცარიელ ფურცელზე ესკიზის მოსახაზად დრო აღარ გრჩება, იძულებული ხარ იმპროვიზაციას მიმართო. დაე დრომ შეაფასოს გადაწყვეტილების სისწორე!

Posted on 28/09/2011, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. აი მე კი სულ მინდა, რომ რაიმე მოულოდნელი და სასიამოვნო მოხდეს ხოლმე ჩემს ცხოვრებაში.

    • სასიამოვნო მოულოდნელობებს რა სჯობს, მაგრამ ძირითადად უსიამოვნებები სჭარბობს😦

  2. გეგმებზე და იმედებზე გეთანხმები.ვერ ვიტან გეგმებს.მხოლოდ იმ შემთხვევაში ვგეგმავ რაღაცას,როცა მცირე შანსია რომ იმედი გამიცრუვდეს.

  3. mariiii, momenatreeee

  4. მე ყოველთვის ჩემი წინდაუხედავობა მღუპავს ხოლმე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე: )

  5. მე კიდევ მინდა დავგეგმო და არასდროს გამომდის. სულ იმპროვიზაციებია ირგვლივ🙂

  6. ვგიჟდები გეგმებზე. ყოველთვის უნდა ვიცოდე რა როდის როგორ უნდა გავაკეთო.
    მიყოლა არ გამომდის, მაგრამ მაინც უნდა მქონდეს🙂
    თუმცა ამ ბოლო დროს ვისწავლე, ხშირად შანსი უბრალოდ უნდა გამოიყენო და გააკეთო, დრო თვითონ მოიტანს შედეგს, (ანუ იმპროვიზაციას მიმართო, თუნდაც აფექტში). გამოსწორება კი ყველაფრის შეიძლება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: