ჩემეული ურთიერთობები

არასოდეს ვყოფილვარ ადამიანური ურთიერთობების ექსპერტი. დიდად არც კომუნიკაბელურობით გამოვირჩევი და ვერც ენამჭევრობით დავიკვეხნი. ამ ყველაფრის მიუხედავად,  გარშემო ყოველთვის საკმარისზე მეტი ხალხი მეხვია და ვერასოდეს ვიტყვი, რომ მარტო ვარ ან “თანამოაზრეს” ვერ ვპოულობ.

ახლა კი დიდ საგონებელში ჩავვარდი იმის გამო, რაც სხვებისაგან მესმის, ან გარშემო ვხედავ. ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ადამიანები გაუცხოებულები იყვნენ და ყველა იმდენად ჩაკეტილი იყო საკუთარ ტყავში, რომ სახელისა და გვარის გარდა, ძნელად თუ გაიგებდი ვინმეზე რამეს. ორი დღის წინ, ქეთისთან ლაპარაკმა დამაფიქრა და დღეს, ანას მონათხრობიდან, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთს მაგრად უჭირს! უჭირს იმ გაგებით, რომ ვერანაირად ახერხებს საზოგადოებასთან ინტეგრაციას და ამის გამო “ადგილების დაჯავშნაზე” და თადარიგის დაჭერაზეა გადასული.

მესმის, რომ ძნელია პირველკურსელობა. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ნეტავ როგორი ჯგუფი შემხვდება და როგორ ვისწავლი-მეთქი. ამის მიუხედავად,  არავისთვის გამომიკითხავს, ეროვნული გამოცდების ქულები, დაბადების ადგილი და ჯიბის ფულის რაოდენობა იმ მიზნით, რომ მომავალი დაქალობის კანდიდატი გამომევლინა. ახლა “კბილის მოსინჯვას” უკვე დაუფარავი მეთოდებითაც ახერხებენ. საკმარისია დრო იხელთო, გვერდით მიუჯდე, რამდენიმე კითხვა დაუსვა და მორჩა! უკვე ყველას დაასწარი მასთან დამეგობრება. აწი იცი, ვისთან ერთადაც ივლი, ხელკავით. ასევე, შეგეძლება საკონტროლოებიც და დავალებებიც მისგან გადაწერო (!) მოკლედ, ცხოვრება აწყობილია…:\

ახლა, შეიძლება იფიქროთ, რომ ცოტას წავუსნობებ და ცხვირაწეული დავაბოტებ აქეთ-იქით. არადა, წინასწარი შეთანხმებებისა და თადარიგის დაჭერის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ, ვისაც მინდა იმას მივუჯდე გვერდით, ველაპარაკო, ვეხუმრო, ან გავუღიმო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამიერიდან ყოველთვის ასე მოვიქცევი.

ძალიან მჯერა, რომ ადამიანების დამეგობრებას იმდენი დრო მაინც სჭირდება, რამდენიც ერთი შეკვრა მარილის ბოლომდე შეჭმას. ასე რომ, ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს. დრო თავად გვირჩევს საუკეთესო მეგობრებს🙂

Posted on 06/10/2011, in სხვადასხვა and tagged , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ნათია

    ახლა რომ მახსენდება, მეცინება, მაგრამ პირველ კურსზე რომ ვიყავით, სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ძირითადად, მაგ კითხვებს ვუსვამდით ერთმანეთს. ჯიბის ფულს არ ვეკითხებოდით, მაგრამ ეროვნული გამოცდების ქულებს, დაბადების ადგილს, წელს და ა.შ. ვეკითხებოდით ერთმანეთს, მაგრამ იმიტომ კი არა რომ თუ ქულები არ მომეწონებოდა, ან თუ პროვინციელი აღმოჩნდებოდა მასთან არ ვიმეგობრებდი, არაა, უბრალოდ მაშინ ეს გვაინტერესებდა. დღევანდელი გადასახედიდან მე თვითონაც არ ვიცი მაინც და მაინც ამ კითხვებს რატომ ვსვამდით, მაგრამ, იმიტომ ნამდვილად არა, რომ პასუხების არმოწონების შემთხვევაში ვინმესთვის ამრეზით შეგვეხედა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: