“ისედაც ლამაზი ხარ”

ზოგიერთს გაუკვირდება,  მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გასვლას ვაპირებ, საშუალოდ, 1 საათს მაინც ვანდომებ სარკის გარშემო ტრიალს. ეს არ არის ჩვევა, უბრალოდ მეტისმეტად ზოზინა ვარ იმისთვის, რომ 10 წუთში მოვასწრო თავის წესრიგში მოყვანა, დავარცხნა, მაკიაჟი და ა.შ. თუ ყველა პუნქტი საფუძვლიანად არ შევასრულე, მომიწევს მთელი დღე დისკომფორტის ქვეშ გავატარო. ზოგი მეგობარი დამცინის კიდევაც ამის გამო და მოთმინების ფიალა ევსებათ, როცა სადმე გვეჩქარება და მე ამ დროს წარბების ამოქნას მივყოფ ხელს. ამ დროს, მზად არიან დამაჯერონ, რომ ჩემი წარბი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება, ოღონდ დროზე დავაგდო ხელიდან სავარცხელი და სახლიდან გავეტიო.

ეს ისე, მაგალითისთვის. ზოგადად კი ძალიან მაღიზიანებს გამონათქვამები:

  • რად გინდა დიეტაზე რომ ხარ? ასე უფრო საყვარელი ხარ;
  • არ გეზარება რომ ვარჯიშობ? ისედაც კარგ ფორმაში ხარ;
  • რად გინდა მაკიაჟს რომ იკეთებ, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ;
  • კბილები რატომ უნდა გაისწორო? მაინც მშვენივრად გამოიყურები;
  • დააგდე ეგ პინცეტი, ისედაც კარგად გაქვს წარბები;
  • ნეტა შენ, ამ ქუსლიანებით სიარული რომ არ გეზარება, კედებს ვერ ჩაიცვამდი?
არ ვიცი, რომელი გამონათქვამი უფრო შეესაბამება ასეთ დამოკიდებულებას, “სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირიო” თუ “სხვის ომში ყველა ბრძენიაო”?

Posted on 08/10/2011, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. ზუსტად ათი წუთი მჭირდება მოსამზადებლად :დ ნაკლებიც კი ^^ და ვინმე თუ ზოზინებს, ცუდად ვხდები :შშ

  2. სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი უფრო🙂
    მეც ასე ვარ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მაკიაჟი მაქსიმუმ თვალის ლაინერია, მაინც სულ მცირე ნახევარი საათი მინდა მოსამზადებლად.

  3. vaime simgere mindaa :(:(:( :)))

  4. და იქნება მართლები არიან?🙂

    მოიცა და შენ ქუსლები გაცვია?
    ან დიეტა რად გინდა, მაინც იკიკნები…
    ნუ, ვარჯიში კარგია, მაგ სისულელეს არ გეტყვი;
    მაკიაჟი ლამაზსაც უხდება და უშნოსაც, გაიკეთე რა, თუ მოგწონს🙂

    ბრძენი ვარ, ჰო, ბრძენი🙂🙂🙂

    • ქუსლიანები მაცვია რომელია😀😀😀 ნუ, ზაფხულში არა, მაგრამ ცივ ამინდებში და პალტოებთან სულ მაღლებზე დავიარები🙂

  5. სახლიდან გაღვიძებიდან 15 წუთის შემდგომ გადავდივარ…🙂 მაგრამ არის დღეები, არაფრის ხალისი რომ მაქვს და მაშინ ერთ საათს ვუნდები ყველაფერს.

  6. ყველაფერს თუ თვის დროზე გააკეთებ, არავინ გეტყვის საყვედურს… შენც მაინცდამაინც ცეცხლი რომ უკიდია საქმეს, მაშინ კი ნუ დაიწყებ მაკიაჟის კეთებას ^^ :*

    • დილით, 11-ზე რომ მეწყება ლექცია, 8 საათზე ვდგები, რომ დროშიც ჩავეტიო და მგზავრობაც მოვასწრო. ამ შემთხვევაში, პოსტის მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ვერ ვიტან უაზრო კომპლიმენტებს, რომლებსაც აშკარად ეტყობა გულგრილობა და არანაირ საღ აზრს არ შეიცავს😀

  7. kargi postia mec sul eg problema maqvs xolme. ar mesmis pirdapir ratomaa daujerebeli zogizertistvis is faqti rom maglebze siaruli sheidzleba dzalainac komfortuli iyos :)) anda dieta sashinelebaao rom amboben sulac araa sashineleba piriqit organizmis gantvirtvaa da me piradad siamobnebas vigeb xolme magisgan. yoveltvis unda miiswrafode uketesobisken. sxvis azrs yuri ar ugdoshen uket ici shentvis kargi ra aris.

    • ჰო რა… ვითომ კომპლიმენტია, რომ არ გჭირდება, სინამდვილეში კი ტყუილად ენის ჭარტალია. ჰოდა გრჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხებზე ჰკიდიხარ და ამას იმიტომ გეუბნება, რომ გეტენება😛😀😀

  8. ნათია

    მეც საშინლად მაღიზიანებს მსგავსი გამონათქვამები…

  9. მეც შენს დღეში ვარ : ) ამიტომ მომზადებას ერთი საათით ადრე ვიწყებ ხოლმე ;)))
    მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც რომც არ დააგვიანო ,მაინც გეტყვის “რად გინდა გაპრანჭვა” ან “ვის ეპრანჭები” ? ჩემი აზრით, გოგოები ასეთი გამოთქმით თავის საქციელს ამართლებენ (რომ არ იპრანჭებიან ,რაც გულში საკუთარ მინუსად მიაჩნიათ ) : )

    • ზოგჯერ ალბათ ეგრეცაა. თუმცა, ბუნებრივი სილამაზის მოტრფიალეც ბევრი ვიცი, რომლებიც მხოლოდ ჰიგიენური პროცედურებიტ შემოიფარგლებიან, თუმცა არ მესმის, 10 წუთში მაინც როგორ ასწრებენ😀😀😀

  10. თუ ძალიან მეჩქარება, შემიძლია ნახევარ საათში გავემზადო, საერთოდ კი მეც 1 სთ მჭირდება🙂 და ის ვერ გამიგია, 10 წუთში როგორ უნდა მოასწრო ყველაფერი🙂

  11. ნახევარი საათი მჭირდება გასამზადებლად.
    მიყვარს ქუსლიანები და ვარჯიში🙂 და კარგია რომ ცდილობ ფორმაში იყო🙂 წარმატებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: