მზრუნველი მე

ყოველ საღამოს, სანამ სახლში დაბრუნდება, დედა ყოველთვის მირეკავს, მოვდივარ  და რა გიყიდოო?  ათასი რამე მომაფიქრდება ხოლმე, მაგრამ მერე მერიდება იმდენის ჩამოთვლა და არაფერი-მეთქი ვეუბნები.  როგორც წესი, ეს პასუხი არასოდეს აკმაყოფილებს და თავისი ინიციატივით მაინც მოაქვს სნიკერსი ან რამე სასუსნავი. რა თქვმა უნდა, მიხარია ხოლმე და მაშინვე ვახრამუნებ, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, თვითონაც როგორ უხარია.

დღეს გვიან დავბრუნდი. ინტერნეტის ფული უნდა გადამეხადა ჩასარიცხ აპარატზე და რადგან 50 ლარიანის დამხურდავებელი არავინ მეგულებოდა, მაშინვე უნივერსამს მივაშურე და  საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, უამრავი ტკბილეული გამოვზიდე. მერე სახლში მოვედი, ჩემს თავს ცხელი შოკოლადი მოვუმზადე და ტელევიზორის საყურებლად წამოვწექი. ახლა არაქისის კარაქს ვაჭმევ, აი ისე, ჯო ბლეკი რომ ჭამს, პირდაპირ კოვზით. ჰოდა წარმოვიდგინე ახლა, დედაჩემს როგორ მოსწონს, როცა ისე მივლის, როგორც მე ვექცევი ახლა ჩემს თავს.😀

წავედი ახლა, თბილად უნდა ჩავაცვა, თორემ ძალიან აგრილდა ამ საღამოს😀😀 ერთი ის ვერ ვისწავლე, შუბლზე როგორ ვაკოცო საკუთარ თავს😀

Posted on 12/10/2011, in me, myself, I and tagged , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. არადა რაღაც ალტრუისტული პოსტის წაკითხვას ველოდი ;დ

  2. მე მეგონა ასე დაასრულებდი პოსტს: რა სასიამოვნო ყოფილა ვინმეზე ზრუნვა, მივხვდი, როგორც დედას სიამოვნებს ჩემი მოვლა, ისე მეც – მისთვის სიხარულის მინიჭება და მისადმი ყურადღბის გამოვლენაო.🙂

  3. ეგოისტობააა ეგ :დ :დ რასაც შენ აკეთებ :დ მეც მინდა ცხელი შოკოლადები :დ

    • მოგიმზადებდი, მაგრამ ამ შუა ღამისას ხომ არ დავპატიჟებ სახლში ბიჭს😀

  4. @ მარიე, @ დიანა, ვინაიდან ამ მომენტისათვის home alone გახლავართ და არც ალტრუიზმის ობიექტი გამაჩნია ირგვლივ, ისევ ჩემი თავი დამრჩა მისახედი.😀😀 self-ალტრუიზმია ფაქტობრივად😀😀

  5. ფორევა ელოუნ :დ;დ;დ აქაც :დ

  6. საკუთარ შუბლზე კოცნასაც მალე დაამუღამებ შენ :დ :)))

  7. ვაიმეეე არაქისის კარაქი მომინდა ეხლა რაღაც საშინლაააად❤

  8. ეგოისტო🙂 საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებშიო და თურმე თავისთვის უნდოდა🙂

    • შენ ვისთვის ყიდულობ მანდ, მარტო რომ ხარ? მარტო ვიყავი და მივხედე ჩემს თავს😀

  9. გადავყირავდი :დდ
    მეც გამიყვანე ერთხელ მაგ ეგოისტურ წილში😀

    • დაიცა… დაიცა… ეს თვითდაპატიჟების პონტი გამომივიდა?🙂🙂

    • დიდი სიამოვნებით🙂 მიხარია, რომ შენით მოგივიდა ეგ იდეა😀 სიტყვაზე გიჭერ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: