რასა ვიქმნ (ოქტომბერი)

უკვე შუა შემოდგომაა. ოქტომბრის ნახევარი ისე გავლიე, რომ თითქმის არც დამიწუწუნია არაფერზე. ჰო, ფოთლები ჩამოცვივდა, ცივა, ჭექა-ქუხილმაც კინაღამ გული გამიხეთქა წეღან. პარალიზებულივით ვზივარ, თბილად შეფუთნილი და ცხვირი ისე მაქვს მოყინული, თითქოს ახლახანს თოვლში ვიყავი სასეირნოდ გასული. საქმეებიც მოვილიე, “ეკონომიკური პოლიტიკის” ყველა კითხვას გავეცი პასუხი და დავიმახსოვრე, ხვალ სემინარზე მექნება დასაწერი. სახელმძღვანელო ისეთივე სასაცილოა, როგორიც შარშანდელი “საერთაშორისო ბიზნესის” კონსპექტები და შარშანწინდელი “ბიზნესის საფუძვლები” იყო. წინადადებიდან შინაარსის გამოსატანად, ჯერ იმაზე ვფიქრობ, როგორ ეწერებოდა ეს ინგლისურ ორიგინალში და სად მთავრდება მისი აზრი, რადგან სასვენი ნიშნების დასმაზე ალბათ არავის უზრუნია (მთავარი ხომ შინაარსია). ბიბლიოთეკას ისევ ძველებურად ვსტუმრობ. რამდენიმე წიგნს მოვითხოვ და 5 წუთში უკან ვაბრუნებ, რადგან მასალა ფოტოაპარატით გამომაქვს და მერე PDF-ში ვაკონვერტებ ფოტოებს. იმედია ასე მომავალ თაობებსაც გავუწევ სამსახურს, რადგან ელ-წიგნებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა გვაქვს სტუდენტებს. აი, ასე “ვპირატობ”, მაგრამ როცა წიგნის ხარისხი და ფასი არ შეესაფამება ერთმანეთს, იძულებული ხდები ეშმაკურ მეთოდებს მიმართო, რაც მაღლივში არავის უკვირს😀

კიდევ რა ხდება… ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ ავირჩიე “საერთაშორისო ეკონომიკა” მოდულად. მანამდე მაკროს ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც პატარა სირთულემ დამაფიქრა და თავში ყველაფერი ამომიყირავა. რატომ უნდა ვისწავლო მეცნიერება, რომელიც მუდამ პრობლებების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული? რომც ვისწავლო, მაინც ტყუილად დამამძიმებს ჩემი ცოდნა, რადგან მის რეალიზებას მაინც ვერსად შევძლებ. ეს საქართველოა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მორჩა, წავედი ახლა, 12 საათამდე უნდა მოვასწრო დაძინება, თორემ დილით ისევ ძილქუში დამემართება.

Posted on 16/10/2011, in სხვადასხვა, me. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. me jer seminarebi ar damwyebia bliad :S

  2. სწავლა არ დაიკარგებაო, ნათქვამია…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: