ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით?😀

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას🙂

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს🙂

Posted on 25/10/2011, in მწვანე პოსტები and tagged , , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. 115 დრაფტი? :დდდდ ვაიმე :დ
    მთელი თითქმის 2 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მგონი 1 დრაფტი მქონია :დ

    • დავსკრინავდი, მაგრამ დამეზარა😀 ახ;ა უნდა ცამოვუარო და გადავხედო, ეგებ რამე საინტერესოს ვმალავ სკივრში

  2. გილოცავ დაბადების დღეს🙂 მრავალ საინტერესო პოსტს და ბევრი მკითხველს გისურვებ🙂🙂

  3. გილოცავ!!!!
    წარმატებულ მომავალ ბლოგერობას გისურვებ : )

  4. Happy Birthday!!! მწვანე ბლოგებს მივესალმები :ლოლ:

  5. გილოცავ!🙂🙂🙂

  6. ილოს ბლოგიდან გადმოვიარე და რომ არ მომელოცა ისე ვერ გავიდოდი! ბევრი და სასურველი მკითხველი შენს ბლოგს! წარმატებები!🙂

  7. მადლობა ყველას🙂 ^^

  8. “330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას ” ომგ :)) საღ :))

    მოგვიანებით გილოცავ :)) უკეთსია გვიან ვიდრე არასოდეს :))))❤

  9. მე 1,6 წელია შენი მკითხველი ვარ : )
    ვულოცავ შენს ბლოგს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ოცნებების ასრულებას😀 უი… კი არა და… ეს მის პატრონს🙂 ბლოგს მუდამ სიმწვანეს და პოზიტივს🙂

    • ნინიიიტოო😀 შენ და შენს ბლოგსაც ყველაფერს კარგს გისურვებთ :* :*

  10. 2 წელიი, მე სულ გამომეპარა, გილოცავ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: