მენანება…

ზოგჯერ მეჩვენება, რომ დროში ვირევი. ხან მგონია, რომ ფეხდაფეხ მივდევ, ხან კი ვატყობ, რომ რაღაც შემეშალა და ვეღარ ვხვდები, თვითონ ჩამომიტოვა თუ მე გავუსწარი. როგორც არ უნდა იყოს, მგონი ასე არასოდეს დამნანებია, თითოეული უყურადღებოდ გასული წამი, როგორც ახლა მენანება. საკვირველია, ზოგჯერ იცი, რომ რაღაც მთავრება და აღარ იქნება და ამას ვერც აცნობიერებ, იმდენად ხარ შეგუებული. აი, როგორც ახლა, ბახ! და უკვე ზამთარი მოდის, უკვე ისე აცივდა, არადა მზის დანახვაც მერ მოვასწარი წესიერად.

ახლა კი მიკვირს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მეგობრებს რომ ვნახავდი, მხოლოდ მაშინღა მახსენდებოდა, რომ უკვე 2-3 კვირის უნახავები მყავდნენ და მენატრებოდნენ. უკვე რამდენი რამე არ ვიცოდი მათზე… მერე კიდევ ვინმე შემოვიდოდა Good Food-ში და ასე შევიკრიბებოდით ყველანი ერთად, ვითომც არაფერი, ვითომ ისედაც სულ ასე იყო… მერე ყველა ერთად აპროტესტებდა, ფოტოაპარატს რომ მოვიმარჯვებდი, მერე ზოგი მთხოვდა, ამ ფოტოზე ცუდად ვარ და წაშალეო…  მე კი არაფერს ვშლიდი ჩემი ნებით. ყველა ფოტოს საგულდაგულოდ ვინახავ, თითქოს დიდ შედევრებს ვიცავდე, ან ფოტოგრაფიისა გამეგებოდეს რამე. უბრალოდ, ამ მეთოდით ვცდილობ რამდენიმე წამის ჩემთვის დატოვებას. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ მენანება ყველა ის წამი, რომელიც ისე გადის, ვითომც არ ყოფილა. არადა, რამდენი წამი და დღე გასულა, როცა ჩემს მეგობრებთან უნდა ვყოფილიყავი, ან ვინმეს ვჭირდებოდი, მე კი სად ვიყავი? არსადაც არ ვყოფილვარ. დავძრწოდი ჩემთვის, დაუნანებლად ვხარჯავდი უამრავ დროს და ასე გამოვტოვე ყველაფერი.

დღეს არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ რაღაც კი აშკარად შეიცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას ვამბობ და ვფიქრობ. არ ვიცი ახლა რამდენად უკეთესად (ან უარესად) ვიქცევი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისე ვიქცევი როგორც შემიძლია.

გაუფრთხილდით დროს. არ გაუშვათ დღეები ისე, თითქოს არც ყოფილან, იმ იმედით, რომ ხვალ აინაზღაურებ, რაც დღეს გააცდინე. თუმცა, სინანულიც არასოდესაა გვიან, სანამ ცოცხალი ხარ😀

Posted on 28/10/2011, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Comments are closed.

%d bloggers like this: