“12-დან 3-მდე” და “Secret Garden”

მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა გადაჩვევა, ყველაფერს გადაჩვევა და სიჩუმე. ბოლო დროს, იმდენად ჩუმად ვარ, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარები😀 ჰო, ფიქრსაც გადავეჩვიე, დავიღალე… სამაგიეროდ, თავი უფრო ნაკლებად მტკივდება და უფრო ყურადღებით ვმეცადინეობ. სულ რომ არ გადავგვარდე და საკუთარი თავი ისევ ვიცნო, მუსიკას ვუსმენ, ჩუმ-ჩუმად ვღიღინებ და “ბუნების წიაღში” ვსეირნობ, ჩემებურად, ასფალტზე ფეხების ბარტყუნით. ზოგჯერ, სიარულ-სიარულში ყველა ფლეილისტს რომ ბოლომდე მოვუსმენ, საშინლად ვიბნევი. მგონია ხოლმე, რომ რესურსები ამომეწურა და უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მომწონს. მერე სასოწარკვეთა მიპყრობს, როცა გავიფიქრებ “რა მუსიკა უნდა დაიწეროს კიდევ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ან ვინ უნდა იმღეროს ისე, აქამდე რომ არ უმღერიათ?..” არადა, ვიცი, უკეთესზე უკეთესი მაინც არ დაილევა, მაგრამ მე რომ მომეწონოს, ისეთი იქნება? მე ხომ სუბიექტური ვარ და ჩემი კრიტერიუმებით ვაფასებ ყველაფერს.

აი, ზუსტად ასე ვფიქრობდი, როცა მეგონა, ყველაფერი ამოვწურე  და უცებ “Secret Garden” ვიპოვნე. უკვე რამდენიმე თვეა ვუსმენ და როცა მგონია, რომ აღარაფერი დარჩა, კიდევ ახალ მელოდიებს აღმოვაჩენ და მიხარია. გუშინაც ასე ვიპოვნე Swan. ინსტრუმენტული ვერსია ვიცოდი, მაგრამ ვოკალური შესრულება საშინლად არ მომეწონა. მერე მეორედაც მოვუსმინე. ასე ვიცი, როცა რამე არ მომწონს, ჯიუტად ვცდილობ ხოლმე ჩაძიებას. ამიტომ ვათვალიერებ ხშირად ისეთი ადამიანების ფოტოებს, რომლებსაც ვერ ვიტან და არ მომწონს (გარეგნობას არ ვგულისხმობ). არ ვმაზოხისტობ, უბრალოდ ასე ვცდილობ, რამე დადებითიც დავინახო მათში. ჰოდა, მესამედ რომ მოვუსმინე, მივხვდი, რომ გული მიჩუყდებოდა და სასწრაფოდ ფოტოაპარატს დავავლე ხელი. როცა ვატყობ, რომ ტირილის დაწყებას ვაპირებ, მაშინვე ფოტოს გადაღებით ვემუქრები თავს და ისიც მაშინვე მშვიდდება😀

ახლა კიდევ ერთხელ მოვუსმენ და მერე მაკროეკონომიკის სამეცადინოდ წავალ. “12-დან 3-მდე” –  ასე ჰქვია იმ განრიგს, რომელიც ამ საგნის სამეცადინოდ დაგვიწესა ლექტორმა. მეც ვუჯერებ. მგონი ეს ადამიანი ერთ-ერთი მათგანია, რომლის აზრიც ყოველთვის მაინტერესებს. ის კი ამბობს, რომ შუა ღამე ყველაზე კარგი დროა მაკროეკონომიკის სამეცადინოდ. მართლაც ასეა. ამ დროს ყველაზე ადვიალად ვსწავლობ. ბოლო დროს ვხვდები, რომ ზუსტად ჩემი შესაფერისი პროფესია ავირჩიე. ეკონომიკა, მხოლოდ ეკონომიკური კი არა, სრულაიდ ცხოვრებისეული მოვლენების ახსნასა და გაანალიზებაშიც მეხმარება. მიკვირს კიდევაც, როგორ ადვილად ვპოულობ პასუხს ყველაფერზე, როცა ეკონომიკური მეთოდებით ვმსჯელობ. ყველაფერი ისე ნათლად ჩანს… არა, ყველა უნდა ერკვეოდეს ამ მეცნიერების საწყისებში.

ჰოი, რამდენი ხანია, ამდენი არ მილაპარაკია… ალბათ უკვე თავი მოგაბეზრეთ.  ჰოდა, წავალ და ამ მუსიკას დაგიტოვებთ🙂

Posted on 03/11/2011, in სხვადასხვა, me, myself, I, music and tagged , , , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. ლამაზი მელოდიებია.ადრე,პირველად რომ მოვუსმინე,კაი ხანი განცდებში ვიყავი და სხვას ვერფერს ვერ ვუსმენდი.ჰაჰ.კაია

  2. ადრე შემხვდა იუთუბზე შემთხვევით და… :დ მომეწონა ძალიან.

  3. კაი მუსიკაა : )

  4. MisterRomantic

    ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი და ერთერთი საუკეთესო ნიუ ეიჯში ჩემი აზრით🙂 dreamcatcher, nocture, swan, you raise me up , thank you, things you are to me ( და სხვები)…უმაგრესი მელოდიები:)

  5. აუ, რა კარგი რამ გამახსენე.. დიდი ხანია არ მქონდა მოსმენილი მეც :უსერ:

  6. ახალი და კარგი სიმღერების კრიზისი რომაა ეგ ვიციი კარგად .. მიხარია რომ რმომელიმე მუსიკა მაინც მოქმედებს შენზე.. აი მაგალითად ჩემზე მხოლოდ ნირვანა მოქმედებს მეტი არაფერი. :დ

  7. ახლა დავრწმუნდი.
    აჰააა, ზუსტად ასეა:)
    უფრო გასაგები რომ იყოს:
    შენი და ერთი ჩემი მეგობრის სტილი მომწონს ძალიან, ორივეს ლოგიკური, თანმიმდევრული და ძალიან დამახასიათებელი გადმოცემის მანერა გაქვთ. თემატიკა სხვადასხვა და მაინც ვერ ვიაზრებდი რა გქონდათ საერთო.
    ახლა მივხვდი: ეკონომიკა!
    ძალიან კარგ გავლენას ახდენს ყველაფერზე და შემდგომ აუცილებლად დავეუფლები გარკვეული დოზით მაინც. (სავარაუდოდ ჟურნალისტიკიდან პიარ-მენეჯმენტში რომ გადავსახლდები)🙂
    მუსიკა ძალიან ლამაზია, მეც პირველივე ჯერზე ნაკლებად მომეწონა.

    პს. შენი ბლოგი მუდამ მიმაღლებს ერთიორად განწყობას

    • მადლობა :* პირველად გავიგე, რომ დალაგებულად გადმოვცემ რაღაცას😀😀 ზოგადად, ვცდილობ მარტივად ვწერო… რომ იცოდე, რა ძნელია ჩემთვის სიტყვებით ლაპარაკი…😀

      • სიტყვებით ლაპარაკზე გადავყირავდი🙂
        მმმ…. ამ საღამოს რა აკეთებ?🙂

    • რაღაც კონცერტს ვუსმენ😀
      ჰო მართლა, იმ შენი ეკონომისტი მეგობრის ბლოგი დამილინკე აბა

      • უი, ახლა ვნახე ეს კომენტარი.
        იმ ბიჭს ბლოგი არ აქვს(ჯერ), ბლოკნოტში დაწერილ რაღაცებს მაკითხებს ხოლმე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: