ტრაექტორია

კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10 საათს მგზავრობაში ვატარებ. არ ვიცი, ვისთვის არის ცოტა 10 საათი, მაგრამ ჩემთვის კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ  მარკეტინგის 30-ვე საკითხი საფუძვლიანად მოვამზადო, შუალედური გამოცდისათვის. სულ რომ არაფერი, გემრიელად გამოძინებას მაინც მოვახერხებ და მერე საწუწუნო აღარ მექნება, შეუძლოდ ვარ-მეთქი. მგზავრობისას კი 10 საათი ისე იკარგება, თითქოს არც ყოფილა. მუსიკის მოსმენაა ერთადერთი სარგებელი, რაც ამ დროში შეიძლება მიიღო. აი, ყოველ დღე ასე ვტკეპნი უამრავ ქუჩას. მოძრაობის ტრაექტორია იმდენად ჩახლართულია, რომ თვითონაც ძლივს დავიმახსოვრე: გურამიშვილი, დადიანი, ჩიტაია, კლდიაშვილი, წინამძღვრიშილი, თამარ მეფის გამზირი, კოსტავა, პეკინი, ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე, სანდრო ეული, უნივერსიტეტის ქუჩა… და ბოლოს ვაცნობიერებ, რომ ზედმეტად შორი გზით ვმოძრაობ, როცა პირდაპირი მარშუტით ოჯერ უფრო სწრაფად მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. თავის გასამართლებლად ისევ ანდაზას მოვიშველიებ: “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო” (რამდენი ხანია ანდაზები არ განმიხილავს :D)  მაგრამ შემოვლითი გზა ყოველთვის ამართლებს ვითომ? ხომ შეიძლება დაგაგვიანდეს, ან დაგავიწყდეს, საით მიდიოდი და სადმე, სხვაგან გადაუხვიო, ან დაიკარგო და ვეღარ გააგნო.. მოკლედ, მაინც მგონია, რომ შემოვლითი გზით სიარულს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა პირდაპირი გზა გადაკეტილიია, ან ვინმეს აქვს მითვისებული, ან საშიშია…

არ ვიცი, ვინმე თუ გაიგებს, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით, რადგან ესეც შორი გზით სიარულის ერთ-ერთი მაგალითია და უკვე კომპასი მჭირდება აზრის დასასრულებლად😀 ამიტომ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, ვისაც ორიენტირება არ გიჭირთ🙂

Posted on 14/11/2011, in სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. kargi blogia warmatebebi :))))

  2. ტი შტოო, თბილისს ხომ უნდა იცნობდე :დ :დ :*

  3. ყოველთვის მოკლეზე სიარული ზოგჯერ მავნებელია!🙂

    • კი, როცა მოკლე გზა ბერმუდის სამკუთხედზე გადის😀

  4. ვინაიდან არცთუ ძალიან ვენდობი ჩემი ორიენტაციის უნარს, მუდმივად ერთი და იგივე აჩემებული გზით დავდივარ🙂 თბილისშიც ასე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ გზები მანდ მაინც ვიცოდი კარგად, მაგრამ მე ფეხით დავდიოდი და მოტივაცია მქონდა ფიზიკური ვარჯიშის სახით და შენ თუ ორ ტრანსპორტს იცვლი… რა ვიცი :):)

    • შენც ვერ გქონია სახარბიელო ორიენტაციის უნარი😀

      • რას ამბობ🙂 დღემდე ტრამვაის ხაზებს დავყვები🙂

    • ტრამვაის ხაზები მანდ კი გიშველის თამარა, მაგრამ აქ რა გიშველოთ რაა :))) ეს ხუმრობით.
      პ.ს ისე, აქაც არის რაღაც იდეები განახლებული ტრამვაისა და შესაბამისად მისი ხაზების შესახებ და იქნებ ჩამოსვლამდე მოგისწროთ🙂

  5. ისე, ორიენტაციაზე ითქვა და მარტო თუ მივდივარ სადმე, ყველაფერს მშვენივრად ვაგნებ. მაგრამ , თუ სადმე მივდივარ პირველად და მიმყვება ვნმე, მეორედ იმ ადგილას ამრტო ვეღარ მივალ. ეტყობა გამყოლს ვენდობი და დიდად არ ვიწუხებ თავს გზის დამახსოვრებით : )

    • აუ, მეც ზუსტად მასე ვარ. თუ მარტომ მივაგენი, მერე სულ მეცოდინება გზა და თუ ვინმეს მივყავარ, არასოდეს მამახსოვრდება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: