რასა ვიქმნ (ნოემბერი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რომლებიც გასართობად არასოდეს ჩამოდიოდნენ ეზოში, რადგან ეშინოდათ, რომ მეცადინეოაბს ვეღარ მოასწრებდნენ. თითო გაკვეთილის სასწავლად 3-4-ჯერ წაკითხვა სჭირდებოდათ. მე კი ერთი წაკითხვით, ყველაფერს ზედმეტი ბოდიალის გარეშე ვაბარებდი და შვენიერ შეფასებებსაც ვღებულობდი. ერთადერთი საგანი, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობდი, მათემატიკა იყო, ისიც იმიტომ, რომ თეორიული ნაწილის წაკითხვას არასოდეს ვკადრულობდი და ჩემით მიხვდრაში და ტვინის ჭყლეტაში დიდი დრო მეხარჯებოდა. “ამდენი სისულელე თუ წაიკითხა, დებილიც კი გაიგებს”  – პრინციპით განვვლე მთელი 14 წელი.

მერე დაიწყო უნივერსიტეტი. მახსოვს,  როგორ დამცხა, როცა პირველად დავინახე აგურზე უფრო სქელი “ეკონომიკის პრინციპების” სახელმძღვანელო და გავიგე, რომ სულ ორ სემესტრში უნდა მომესწრო მისი სწავლა. ასეთი იყო ყველა წიგნი, მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად მალე ორი მშვენიერი მეთოდი შევიმუშავე:

1. ლექციაზე გაგონილი მასალის ყურით მითრევა გამოცდაზე.

2. გამოცდის წინ, 1 საათით ადრე, ტრანსპორტში კონსპექტების გადათვალიერება.

აარა, არავის ეგონოს, თითქოს ქართველი სტუდენტები ასე იოლად გადიოდნენ ფონს. უბრალოდ, მე მიმართლებდა კარგა ხანს, სანამ ისეთ შემთხვევას შევეჯახებოდი შუბლით, რომელშიც წიგნის კითხვის მეტი ვერაფერი მიხსნიდა. ეჰ, ბევრი კი ვიფართხალე, ღმერთმანი… მაგრამ მაინც ფსკერზე მომიწია დაშვება.

სად წავედი… არადა, ნოემბრის ამბების მოყოლას ვაპირებდი. ნოემბრის, რომელიც ისევე მძულს, როგორც მისი დედობილი – შემოდგომა. ყოველ დღეს “Gloomy Sunday” გასდევს ფონად და ამას ვერც ვერაფერს ვუხერხებ. რა ჩემდა ჭირად იმღერა სარამ ეს  სიმღერა? ეგ რომ არა, არც არასოდეს მოვუსმენდი ამ საძაგელ, სუიციდურ მოთქმას, მაგრამ სარამ “წაღვერი და თბილისიც” რომ იმღეროს, ალბათ მაგასაც სიამოვნებით მოვუსმენ😀

შუალედური გამოცდები დაიწყო. 3 კვირის წინ, იმეილზე მოსული, საგამოცდო დაკითხების ჩამონათვალი რომ დავინახე,  მას შემდეგ თავზარდაცემული დავდივარ. სულ შარშანდელი, ფატალური სემესტრი მახსენდება და საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ასეთი რამ აღარსოდეს უნდა დამემართოს. მეტი აღარაფერი მაინტერესებს, 3 დეკემბრამდე გამოცდებს ეკუთვნის ყველა ჩემი გონებრივი და ფიზიკური რესურსი. მოვკალათდები კარმის წინ დაგებულ ხალიჩაზე და ვსწავლობ. მთელი საჭირო ლიტერატურა მოვიმარაგე და ვცდილობ ყველა საკითხს საფუძვლიანად გავავლო მუსრი. ერთი ისაა, რომ კითხვა საშინლად მღლის. ერთ საათზე მეტს ვერ ვახერხებ კონცენტრირებას და დასვენებას ვსაჭიროებ. ვოცნებობ, აუდიოწიგნები მაინც არსებობდეს, ან ვინმე მოხალისე მყავდეს, ვინც ამ ყველაფერს წამიკითხავს, ან მოკლე შინაარსს მომიყვება😀

წავედი ახლა, ერთდროულად მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლებს ვმეცადინეობ. ორივე მეორადი სპეციალობის საგანია და ზღვა მასალაა სასწავლი, სულ სიტყვების რახარუხი, თუმცა “ჰეტეროსკედასტურობის” განმარტებაზე ადვილი დასამახსოვრებელი მაინცაა😀

Posted on 23/11/2011, in სხვადასხვა, me and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. მეც ვსწავლობ ”ეკონომიკის პრინციპებს” და ამ პარასკევს მაქვს შუალედურიიი… რა მეშველება არ ვიციი…

    • ელასტიურობის გამოსათვლელი ფორმულები დაიზეპირე კარგად😀 წარმატებები🙂

  2. მენქიუს დანახვაზე რომ დამცხა, დღემდე მცხელა, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინ დავემშვიდობე ბატონ გრეგორის😀

  3. ეკონომიკასთან არაფერი მაქვს ააერთო მაგრამ მენქის მძიმე წიგნით მოჩანჩალე ჩემი მეგობრები რომ მახსენდება არმატებას გისრვებ გულით! :))))))))

    • მენქიუზე ადვილი და საყვარელი ჯერ არ წამიკითხავს არაფერი😀 უკვე შორს დარჩა.
      დიდი მადლობა :*

  4. ჩემი თავი გამახსენდა🙂 და მიხარია რომ ამ ამბებიდან უკვე შორს ვარ🙂 ჯერჯერობით მაინც🙂 წარმატებებს გისურვებ სულით და გულით🙂🙂🙂

  5. “Gloomy Sunday” ბიორკის შესრულებით არის მძიმე თორემ ეს არაფერი🙂

    • ბიორკის შესრულებას უკვე სიმღერა აღარ ჰქვია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: