My New Love ♥

გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!

როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან  საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.

ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ?

ტა – დაააააამ!!!

ვერ გამოიცანით?😛 ვერც მიხვდებით, სანამ თვითონ არ ვაღიარებ.

იცოდით, რომ ჩემს უუუსაყვარლეს კომპოზიტორს, ენდრიუ ლოიდ ვებერს, ჩემი უუუუუუუსაყვარლესი მიუზიკლის,  “ოპერის აჩრდილის” გაგრძელება დაუწერია? არც მე ვიცოდი😐 არადა, ის უკვე ერთი წელია არსებობს და მე მხოლოდ გუშინ გავიგე პირველად. “Love Never Dies” – ასე ჰქვია მას და არ ვიცი, უკვე მერამდენედ მოვუსმინე, მთელი დღის განმავლობაში. უფრო დაწვრილებით, ამ მიუზიკლის შესახებ შეგიძლიათ ქევანას პოსტიდან გაიგოთ. მე კი კარგა ხანს ვივლი ამ ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებული და ქვეყანსას მოვდებ, რომ Love never dies😀

Posted on 05/12/2011, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა, me, myself, I, music and tagged , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. ჰმ არადა მეგონა ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული იპოვე კდემავ :დ :*

  2. მეც ვუყურებ ამ იდიოტურ კლონს ძველის ხათრით, მაგრამ ნელნელა მბეზრდება. :შ

    • ჰო, თან ამ სულელური საუნდტრეკებით… არანაირი განწყობა არ მოაქვს

      • და საშინელი ლუკასით :დ რაღაცნაირი მზერა რომ აქვს ხოლმე, ცუდად ვხდები ))))

      • არადა, მაგას ყველაზე მეტად ვამსგავსებ თავის ძველ სახეს. ზოგადად, ძალიან უღიმღამო პერსონაჟია

  3. ჰაჰა დარწმუნებული ვიყავი ამ გზით რომ წავიდოდა პოსტი.
    დღეს ვფიქრობდი, კიდევ თუ არ დამახვედრა პოსტი, მივახრჩობ-თქო და დაგიწერია.
    მევასები🙂

    • გენაცვალე :* :* ვინც მიცნობს, ყველამ ეგ მითხრა, რომ იცოდნენ, რაღაც ახალ ახირებაზე იქნებოდა ლაპარაკი😀😀 რა პროგნოზირებადი ვარ რა…

  4. აუ მასეთ დროს მეც მასე ვარ ხოლმე🙂 მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკას ან იაპონურ ანიმეებს ვანიჭებ უპირატესობას😀😀😀

  5. პ.ს. რა მაგარი დიზაინი გაქვს რა🙂

  6. Truly, love never dies ^^

  7. ძალიან კარგი გემოვნება გაქვს:) ,,ოპერის აჩრდილი” ჩემი უსაყვარლესი მიუზიკლია, ექვსი წლიდან მაგას ვუყურებ და არასდროს მომწყინდება. ორი წელი ვიცოდი რომ ვებერს მისი გაგრძელება ჰქონდა დაწერილი, მაგრამ თავს ვარწმუნებდი, რომ პირველს ვერ აჯობებდა და არ ვუყურებდი. ამ რამდენიმე თვის წინათ გადავწყვიტე, ვუყურე და ძალიან მომეწონა. მთელი თავისუფალი დრო მაგას ვუსმენ…:D

    • ჰო, შინაარსის მიუხედავად მაინც ძალიან კარგი გამოვიდა. ვებერი გენიოსია!

  8. ნამდვილად!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: