ზეგავლენა

ხომ ვამბობდი? აი, ხომ ვამბობდი… ვამბობდი, ვამბობდი…

კაი, არ მითქვამს, მაგრამ ხომ ვფიქრობდი? მართლა ვფიქრობდი, უბრალოდ თქმა დამავიწყდა.

ასე მემართება სულ. რამე ფიქრს, ვარაუდს ან შიშს ავიკვიატებ და თუ გამართლდა, მერე გავიძახი, რომ ამას დიდი ხნის წინ ვეჭვობდი და არავინ დამიჯერა. მაგრამ ვინ დამიჯერებდა, როცა არაფერიც არ მითქვამს და არც არაფერი მახსოვს კონკრეტულად? ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, ბლოგზე დავწერ და აქ იყოს, დამამტკიცებელ საბუთად.

ახლა რამ შეაწუხა ჩემი სათუთი ნერვები: ის ანდაზა ხომ იცით, “ხარი ხართან რომ დააბაო…”? დიდი ხნის განმავლობაში ოდნავადაც არ მჯეროდა მისი ჭეშმარიტება, რადგან რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია, რეალურად ვერასოდეს აღვიქვამ. რა ვქნა, ჩემს სქელ კანში ვერ აღწევენ გადამდები დაავადებები და სულ წითელ საღებავში რომ მაბანავო, მაინც მწვანედ დავრჩები. სამაგიეროდ, რაღაც საპირისპირო მჭირს, რაც არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ძალიან მაშინებს.

არასოდეს მდომებია, ვინმეზე რამე ზეგავლენა მქონოდა. განსაკუთრებით ახლოსაც არავისთან ვყოფილვარ, თუმცა ხშირად ვამჩნევ, როგორ მემსგავსება ზოგიერთი მეგობარი თუ სხვა ახლო პირი. სულ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ვინმე ჩემს ენაზე იმეტყველებს ან ჩემსავით მოიქცევა, მაგრამ შემთხვევით რომ მავნე ზეგავლენა მოვახდინო, ვერაფრით გადავიტან. ეს იგივეა, ვინმეს არასწორი რჩევა მისცე. მერე პასუხისმგებელიც შენ ხარ, კისერი თუ მოიმტვრია. ამიტომ, ცოტა ხნით ვქრები ხოლმე, სანამ “საინკუბაციო” პერიოდი გადაივლის.

მავნე ზეგავლენასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიტან აღრევებს და სახეების ერთმანეთში ისე აზელას, პირადი ნომრის გარდა რომ აღარაფერი გამოდგება საიდენტიფიკაციოდ.

Posted on 16/12/2011, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. :))))) ეგრეა… დაქალები ერთმანეთს გვანან თვისბებეით და ქცევენით. ცოლი და ქმარი ერთმანეთს ემსაგვსებიან წლების თანაცხოვრების შემდეგ… მე ჩემი შეყვარებულის ტერმინოლოგია ავითვისე, იმან ჩემი.. შენც აიღებ სხვისგან რაღაცეებს და ამას გაუცნობიერებლად გააკეთებ.

    • დაქალები, ჩემი აზრით თავიდანვე არიან რაღაცით მსგავსები და შემდგომ ამიტომაც დაქალობენ. მეც ვსწავლობ სხვისგან, ოღონდ ყოველთვის ვიცი, ვისგან რისი სწავლა მჭირდება და ვისგან რა მაგალითი შეიძლება ავიღო. გადადებით არაფერი მედება.

  2. იცი მარი… ყველა ყველაზე ახდენს მეტ-ნაკლებად ზეგავლენას.
    შენ შენ ხარ. ვინმეს თუ რამე მოეწონება და შეეცდება გაითვალისწინოს, პირიქით, უნდა გიხაროდეს. მას იმისთვის აქვს გონება, რომ განსაზღვროს : რა სჯობს და რა – არა.
    ისე კი, არ მიკვირს სხვების. მეც დიდი სიამოვნებით დაგემსგავსებოდი ბევრ რამეში😀
    ცხოვრებას მსუბუქად უყურებ. სიმსუბუქე კი ისაა, რაც ყველაზე მეტადაა საჭირო ყოველდღიურობაში.

    ,, განსაკუთრებით ახლოსაც არავისთან ვყოფილვარ” – ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი: )

    • ზუსტად შენ გამახსენე ეს თემა, რომელზეც ისედაც ხშირად ვფიქრობდი.
      როცა მეგობარი, შენი შემხედვარე რამე სისულელეს აკეთებს და ჰგონია, რომ ამით არაფერი შავდება, უკვე საშინელებაა..
      ცხოვრებას თუ მსუბუქად ვუყურებ, ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფაქტორს ვაიგნორებ და თვალს ვარიდებ ისეთ რამეებს, რისი არსებობაც ვიცი, მაგრამ დანახვა არ მინდა. თვითონ გადაწყვიტე, რამდენად ჭკვიანურია ეს.
      ისე, სიმარტივის ფორმულა თუ გინდა, ეცადე, დღევანდელი პრობლემები 10 წლის შემდეგ წარმოიდგინო და ასე განსაზღვრო, რამდენად ღირს მათზე ნერვიულობა.🙂
      მიყვარხართ შენ და შენი კომენტარები :* :*

  3. გეთანხმები, ძალიან ცუდი სანახავია შენი მეგობარი როგორ გემსგავსება ნელ-ნელა შენ. მერე ერთნაირი გემოვნება გაქვთ, ერთნაირი მანერები, ერთნაირი აზრები და საერთოდ აღარ არის საინტერესო იმ ადამიანთან ურთიერთობა.
    სხვების არ ვიცი მაგრამ ჩემი მეგობრები საკმაოდ განსხვავდებიან ჩემგან🙂 მთლად ჩემნაირები ნამდვილად არ მინდა რომ იყვნენ, ჩემნაირი ჩემი თავიც მეყოდა, განსხვავებულ ადამიანებთან არის საინტერესო ურთიერთობა🙂

    • მეც თითქმის სულ განსხვავებული მეგობრები მყვანან. ერთმანეთთანაც არაფერი აქვთ საერთო და დარწმუნებული ვარ, ვერც გაუგებენ. თუმცა, 1-2 ჩემნაირიც ყოველთვის მჭირდება, ნახევარი სიტყვითაც რომ ესმის რას ვეუბნები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: