ვერიფიკაცია

მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.

პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.

ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო.

1. სწავლა-განათლება-გამოცდილებათვითონ ის ფაქტი, რომ ამ გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობ, იმას ნიშნავს, რომ თავში პეპლების ნაცვლად ათასი ჯიშის ფორმულებმა და თეორიებმა დაიკავეს ადგილი. საკუთარ დაბადების დღეზე, ჩემს თავს დავპირდი, რომ ცოტა მოვჭკვიანდებოდი და უფრო რაციონალურად მოვიქცეოდი. ვცდილობ ეს პირობა ყველაფერზე წინ დავაყენო. ცოტა ხნით, მუშაობასაც მივყავი ხელი, მაგრამ მივხვდი, რომ ჯერ ძალიან არასტაბილური ვარ ამისთვის და თავიც დავანებე. აწი, როცა სამსახურზე სერიოზულად დავიწყებ ფიქრს, უკვე ზუსტად მეცოდინება რა  პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული ეს საქმე. მანამდე კი მომიწევს უპრეტენზიოდ ვიცხოვრო ოჯახის ბიუჯეტის ხარჯზე, იმის იმედად, რომ ოდესმე ყველაფერს ავანაზღაურებ, რაც ჩემს არსებობაზე დახარჯულა.

2. ჯანმრთელობა – განწყობა – ვერ ვიტან ექიმებთან სიარულს. ამას მირჩევნია ომში წავიდე. სამწუხაროდ, გარდაუვალი რეალობაა ის, რომ წელიწადში ორჯერ მაინც მიწევს სისხლის ანალიზები კეთება. სხვანაირად შეუძლებელია დედაჩემმა მოისვენოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემი განწყობა პირდაპირ ჯანმრთელობაზე მოქმედებს და სულ რომ არაფერი მჭდეს, უხასიათობის შემთხვევაში, მომაკვდავ ავადმყოფს ვემსგავსები და მაშინვე ექიმთან მიმაქანებენ. ბოლოს დაადგენენ, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და მხოლოდ გონებრივი დასვენება მჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესზე აღარაფერს ვამბობ. ამას ისდაც ყოველთვის ვასრულებდი.

3. სოციალური აქტიურობა– არ ვიცი რა ვთქვა ამაზე. ხშირად ესეც ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად ხშირად გავდივარ გარეთ. ამ მხრივ, ძალიან პასიური ვიყავი წელს. თვითგამოხატვის მოთხოვნილება ისედაც არასოდეს მქონია მაღალ დონეზე განვითარებული.

4. გარეგნობა – ვიზუალი – ცოტა კიდევ დავბერდი😀😀 არ ვიცი, მგონი ბევრი არაფერი შეცვლილა. არც წონაში მომიმატია, არც ვარცხნილობა შემიცვლია. გადავწყვიტე, რომ მიჩვეული ვარ ჩემს ასეთ ვიზუალს და არ ვცდილობ რამენაირად შევიცვალო. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, არც ფანტაზია მყოფნის. კბილების რაოდენობა და თანწყობა ერთადერთია, რაც წელს ჩემს გარეგნობაში შეიცვალა და ამ პროცესს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

5. სიახლეები – რა გავიხსენო… რამდენიმე საინტერესო ადამიანი გავიცანი, თუმცა ამ წლის აღმოჩენად ვერ ჩავთვლი ამას. ბევრი საინტერესო რამეც აღმოვაჩინე, რომლის გარეშეც ალბათ კარგა ხანს ვეღარ გავძლებ. რაღაცების ჩემით კეთებასაც მივყავი ხელი (საჭმელზე არაფერს ვიტყვი, ეგ ისედაც ვიცოდი). ახლა ქსოვა წამოვიწყე. ამაზე მერე ცალკე პოსტს დავწერ, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ დამოუკიდებლად შემიძლია რაღაც სასარგებლო გავაკეთო.

6. პირადი სიახლეები – :გრინჩისღიმილი: მომბეზრდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სრული სიმშვიდე სუფევს. ნეტავ ეს როგორმე  დედაჩემსაც დავაჯერო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ეჭვობს, რომ ვიღაცას ვხვდები და ჩუმ-ჩუმად ცდილობს საქმეში გაერკვეს😀😀

7. დანარჩენი – შემთხვევითი ფაქტორები, რომლებიც რეგრესიის განტოლებაში რაღაც-რაღაც მიზეზთა გამო არსებობენ, წელს თითქმის არ გამოჩენილან ჩემკენ. არც რაიმე გავლენა მოუხდენიათ საბოლოო შედეგზე.

არ ვიცი რა გამომრჩა, მაგრამ მგონი ეს ფაქტორებიც გამოდგება საბოლოო დასკვნის გამოსატანად და გასული წლის ვარგისიანობის შესაფასებლად.

ყველას გილოცავთ დამდეგ დრესასწაულებს🙂🙂

Posted on 29/12/2011, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მიიწურა კიდევ ერთი წელი… ://

  2. მეორე პუნქტში მე რატომ დამემსგავსე ასე მწარედ?

    • შენც ეგრე გემართება? ბევრი უჩივის, სხვათა შორის.

  3. რა იყო, საინტერესო არაფერი ხდებოდაა? სადაა ბევრი სურათი და მოგონებები?

    • სურათები ფეისბუქზეა და მოგონებები – ბლოგის არქივში😀😀

  4. თუ ეკონომეტრიკა სწორად მახსოვს, ეს რეგრესიული განტოლება ვარგისია😀

    • ე.ი, ნულოვანი ჰიპოთეზა უარყოფილია?😀😀 დავმშვიდდი

  5. სტაბილური წელი გქონია, სტაბილურობა კარგია მაგრამ მოსაწყენი, ამიტომ 2012 ში სასაიმოვნო აფეთქებებს და აღმოჩენებს გისურვებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: