მე – მთვრალი

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტან მთვარლი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ჩემი თავის წარმოდგენაც კი მზარავს ამ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო, ალკოჰოლს რამდენიმე მიზეზიის გამო არ ვეკარები.

1. ისევ და ისევ, სიმთვრალისადმი ზიზღი. არ მინდა მათ დავემსგავსო, ვინც ალკოჰოლის გამო ჭკუას კარგავენ.

2. შიში – არასოდეს დავმთვრალვარ, ამიტომ არ ვიცი რისი ჩამდენი ვარ ამ დროს. მეშინია რამე სისულელე არ ჩავიდინო, ვინმე არ შემომაკვდეს.

3. ისევ შიში იმისა, რომ ცუდად არ გავხდე და არც არსოდეს მაქვს იმის იმედი, რომ ვინმე სახლში მიმიტანს.

 

სამაგიეროდ, როცა სახლში ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ღვიძავს და არც ეძინება, აღარ იცი, როთ გაერტო ადამიანი. ამიტომ, კარადას გამოვაღებ, სადაც გუშინდელ დარცენილ შამპანურის ბოთლს ვიპოვნი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევრად სავსეა. ჭიქის შებნას აზრი არ აქვს, რადგან ბოთლიც მშვენივრად გამოდგება სასმისად.

შედეგი: –  თვალთახედვის დაბინდვა – საგნიდან საგანზე მზერის გადატანის გაძნელება, თავის სიმძიმე, უაზრო სიცილი და გონებაში აკვიატებული ფრაზა “მე მთვარლი არ ვარ”.

წარმოდგენა არ მაქვს, რა ენაზე დავწერე ეს პოსტი, სამაგიეროდ ვიცი, რომ სახლის გარეთ არასოდეს დავლევ, რადგან ოთახიდან ოთახში გასვლის თავიც კი არ მაქვს. შეიძლება იმიტომ რომ მეძინება, მაგრამ სინამდვილეში, მეშინია კედელს არ შევეჯახო. ჰო, კიდევ, ახლა ენის გასატეხების თქმა ვცადე და ვერც ერთი ვერ ვთქვი ნორმალურად. ვერც ვმღერი და ვერც ვაზროვნებ.

 

მთავრია, რომ საზარელ მონსტრად არ გადავიქეცი და არავინ შემომაკვდა. აწი ვიცი, რომ აე აღარასოდეს მოვიქცევი!

Posted on 05/01/2012, in me, myself, I and tagged , . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. დიდ საზოგადოებაში დალევა მართლა არ არის კარგი იდეა, თუმცა ახლობლების წრეში კარგია, მთავარია ზომის კონტროლი შეგეძლოს🙂
    საკუთარ თავთან სმა კი ყველას ჯობია ჩემი აზრით ^ ^
    “საზარელი მონსტრი” – ამაზე ბევრი ვიცინე :დ

    • აი, ვერანაირ სარგებლობას ვერ ვხედავ დალევაში. მეგობრებთანაც მშვენივრად ვერთობი ფხიზელი. საკუთარ თავთან სმა მხოლოდ ექსპერიმენტის გამო ამართლებს.

      • სასარგებლო ნამდვილად არ არის🙂 ადამიანს გააჩნია, თავისი ხიბლი აქვს ჩემთვის🙂

  2. საკუთარ სიმთვრალსეთან ერთი “ცუდი” მოგონება მაკავშირებს, ასე რომ სამი დალის პრინციპით ვცხოვრობ… ის სამიც დიდი ხანია აღარ დამილევია : )

  3. მეც სულ ვამბობ ბოლოა,აღარ დავლევ არასდროს-მეთქი,მაგრამ ბრახ და იმდენი დღესასწაული გამოვარდება,როგორ გინდა არ დალიო:დ

  4. მე,რომ მაინტერესებდა ერთადერთხელ იმიტომაც გავრისკე და მშვენივრად მეძინა იმ წუთიდანვე,რაც მომეკიდა.🙂

    • აუ, ძილი იყო, მტრისას ისეთი😀😀 რომ ვიწექი და თვალები მეხუჭა, მეგონა დავფარფატებდი😀

  5. ლოოოოოლ :დდდ მარტო სვამდი? :დ ჩვენი წასვლის მერე? :დ მალადეც შენ :დ

    • არა გოგო, თქვენ გუშინწინ იყავით და ეს წუხელ ჩავიდინე😀

  6. ვაი ვაი შე ლოთო შენა :დ :* მარტო კაცი სმაშიც ცოდოა :

  7. ^.^ მე საერთოდ არ მეტყობა ხოლმე სიმთვრალე :დ:დ:დ 

  8. ისე, მეც არასდროს ვსვამ ხოლმე, მაგრამ შენთან ერთად დალევაზე უარს არ ვიტყოდი😀 ცოტას😀

  9. რა ტიპი იქნებოდი :)) ერთხელაც ერთად დავლიოთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: