?????

არ ვიცი, ღამის ოთხ საათზე რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა მორიგი პოსტის წერა, როცა მეორე დღეს, სისხამ დილითაა წამოსახტომი და მთელი დღე, მინიმუმ 6 საათი, უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში აქვს გასატარებელი. მიზეზი კი ისაა, რომ რაღაცები არ მესმის. ან მესმის და ძალიან არ მომწონს. ყოველ შემთხვევაში, დაბნეულობას აქვს ადგილი და არ ვიცი რით გამოვხატო საკუთარი შეშფოთება. რაც არ უნდა იყოს, სრულიად გულწრფელი ვიქნები და ვეცდები ზოგადად ვთქვა, რისი თქმაც მინდა.

დაკვირვებიხართ, დღეში რამდენ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან გვინდა ვუთხრათ “წადი შენი!” მაგრამ არ ვეუბნებით, რადგან ჯერ კიდევ ვიტანთ და ჯერ კიდევ შეგვრჩენია ნერვები მათ დასაიგნორებლად ან გასანეიტრალებლად. ასევე თავს ვიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვაწყობს ასე. დიახ, საკუთარი კეთილდღეობისათვის გვჭირდება მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

საინტერესო ის არის, რის მიხედვით არჩევენ ადამიანები ისეთ პატივსაცემ პირებს, რომლებზეც თავს ვალდებულად თვლიან, რომ უღიმოდნენ, მთელი მონდომებით ეტენონ და ფინია ძაღლებივით სდიონ? საშინელებაა, როცა ვინმეზე ისე ხარ დაქვემდებარებული, რომ იძულებული ხდები ასე მოიქცე, თუ არ გინდა ფატალური შედეგით დაასრულო საკუთარი ცხოვრება-მოღვაწეობა. მაგრამ როცა საქმე უბრალო, ჩვეულებრივ მოკვდავს ეხება, რომელიც სრულიად გაუგებარია რას წარმოადგენს და არც იმდენი დამსახურება აქვს, რომ თავს ვალდებულად გრძნობდე , რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ 24 საათი იმ ობიექტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იღვწოდე? მგონი ათასგვარი კომპლექსის ბრალია ყველაფერი. ამას რბილად ვამბობ, თორემ უფრო მწარე ვერსიებიც გამაჩნია.

მე მაინც ძალიან მიჭირს ამის გაგება და მიხარია, რომ ოდესმე ვისაც მომინდება იმას ვეტყვი ზემოხსენებულ ფრაზას და დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს არასოდეს გამიხდება სანანებელი!

Posted on 20/01/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ეხლა ვფიქრობდი ვისთვის მომინდებოდა მაგის თქმა და ვერავინ მოვიფიქრე:/

  2. საერთოდ, თუკი ვინმესთვის მომდოებია მეყვირა ”წადი შენიო” და ვერ გამიბედავს ისევ ჩემივე თავშეკავებულობის გამო, მასთან საბოლოოდ მაინც გამიწყვეტია ურთიერთობა, იმ დონეზე მაინც რომ მისი საჭიროება ჩემ ცხოვრებაში აღარ ყოფილიყო და პატიოსანი გამარჯობით შემოვიფარგლები.🙂

    • მეც ეგრე ვარ. უბრალოდ, უხმოდ ვშორდები და თავს შორს ვიჭერ. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ საჭიროების შემთხვევაში არც მაგის თქმას მოვერიდები

  3. მარტივია პასუხი: გამორჩენის მიზნით.. სარგებლის მიხედვით… ვისგანაც რაიმეს ელიან სამომავლოდ (და რომლისგან მართლაც შესაძლებელია რამის მიღება ამ გზით)

  4. ზრდილობის ნორმები გაკავებს უთხრა : ,,წადი შენი.”
    მაგრამ საშინლად მაღიზიანებს, ვერ ვიტან, მეზიზღება, მძაგს, :დ როცა ,,მთელი მონდომებით ეტენებიან და ფინია ძაღლებივით დასდევენ.” ზურგს უკან კი გამუდმებით საუბრობენ როგორ ვერ იტანენ აღნიშნულ პიროვნებას.
    ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ვყოფილვარ, ჩემი პრობლემების უმეტესი ნაწილი იმითაა გამოწვეული, რომ დასაახლოებელ პირებს სტატუსის მიხედვით არ ვირჩევ. უბრალოდ, საერთოდ არ მაქვს ხოლმე ურთიერთობა.
    ვინც არ მომწონს, მართლა არ მომწონს და რა ვქნა😀
    მაგრამ, როგორც ვატყობ, ვაზელინი წამყვან როლს თამაშობს ცხოვრებაში :დ

    • ლუზერები არიან უბრალოდ და მაგით ცდილობენ ფონს გასვლას. “რა ვიცი რაში გამომადგებას” პრინციპით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: