მოიტა მახათი (ანუ მორიგი გატაცება)

არ ვიცი რატომ, მაგამ რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც ახალი სტიქიებით ვარ გატაცებული. შეიძლება ეს ჩემი მოუსვენრობითა და ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ ბუნების კანონია, მაგრამ ვერ ვიხსენებ პერიოდს, როცა რამე არ მქონია ამოჩემებული და მთელი გონებით არ ვყოფილვვარ მასზე გადართული. ამიტომ იყო რომ ბავშვობაში კინაღამ კარატეზეც დავიწყე სიარული. ცეკვა, მუსიკა, ათასნაირი წრეები და სტუდიები მქონდა მოვლილი. მერე მათემატიკაზე ჩავიციკლე, რამდენიმე წელი წიგნების აქტიურ კითხვასაც მივყავი ხელი (რაც წამიკითხავს, თითქმის ყველაფერი იმ დროის დამსახურებაა). 14 წლის ასაკში დაახოებით 7 კილო მოვიმატე წონაში, რადგან კულინარიით ვიყავი გატაცებული და დეგუსტატორის მოვალეობასაც აქტიურად ვითავსებდი. მერე ჯანსაღი ცხოვრების წესი ავირჩიე და 2 წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი.

ამ საქმეებში, რა თქმა უნდა მარტო არასოდეს ვყოფილვარ. შთაგონების წყაროს ფუნქციას ის ადამიანები ასრულებდნენ, რომლებსაც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი დადებით თვისებებში მიმებაძა.  მგონი მშვენიერი პრინციპია “უყურე და ისწავლე”, თუმცა ზოგს მაინც “უყურე და აკრიტიკე” ან  “უყურე და დაიბოღმე” ურჩევნია. :]

ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აი, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცებაც.

ჰო, ანას გადამკიდე მივხვდი, რომ 20 წლის ადამიანისათვის ქსოვა სულაც არ არის შეუფერებელი საქმიანობა. ჰოდა, გავბედე და მივბაძე. მიუხედავად ჩემი ამ სფეროში გამოუცდელობისა, მგონი მაინც გამომივიდა რაღაც. ცოტაოდენი ნებისყოფა, ელემენტარული მათემატიკის ცოდნა, საჭირო მასალა და საქმეც გაკეთებულია. თუმცა უკვე აღარ ვიცი როგორ  შევეშვა და კარსმომდგარ გამოცდებს მივხედო. ქუჩაში უკვე ადამიანების ჩაცმულობებსაც დავუწყე დაკვირვება და თუ ვინმეს რამე ლამაზი ნაქსოვი აცვია, ლამის გავეკიდო და დავაკვირდე რა უზორი აქვს გამოყენებული – ესეც უკუჩვენება. სამაგიეროდ დავდივარ გახარებული, რომ საკუთარი ქმნილება მმოსავს და რაღაცის გაკეთება მაინც შემიძლია (რაშიც ხშირად მეპარებოდა ხოლმე ეჭვი).

აი, სულ ესაა რაც ერთი თვის განმავლობაში მოვასწარი. მშვენიერი საშუალებაა, როცა კომპიუტერთან უქმად ჯდომა გბეზრდება, გინდა მშვიდად იჯდე, მუსიკას უსმენდე, ფიქრობდე და თან სასარგებლო საქმეს აკეთებდე.

და ბოლოს, კიდევ ერთი ახალი გატაცება, სახელად “Plumb”. სულ ორი დღეა მის რამდენიმე სიმღერას ვუსმენ და აზრზე არ ვარ რატომ მომწონს. ზოგადად, არც ალტერნატიული როკი ჯდება ჩეს გემოვნებაში, მაგრამ ამ დროს, სეზონსა და განწყობას მშვენივრად ეხამება.

Posted on 25/01/2012, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. მე მაინც ვერ ვისწავლი სქოვას😐

  2. მარიი, დღეს დაგირეკავ და უარი არ მითხრა :დ ან ხვალ :ს

    ძალიან მაგარი ხარ :*

    • რაზე არ გითხრა უარი?😀😀 დღეს მაინც არაფრისთვის მცალია, ხვალ – შემოგევლოს ჩემი თავი😀 :*

  3. რა ოპტიმისტიზმია🙂 მომეწონა კარგია მარიამ :))

  4. ვაუ, ორივე რა ლამაზია…
    სიამოვნებით ჩავიცმევდი მასეთს😀
    ისე… მეც მაქვს ეგეთი აკვიატებები, უფრო სწორად, აკვიატება : სწავლა :დ

    • ეგ აკვიატება კი არა, თვითმიზანია😀

      • როგორ გითხრა… თვითმიზანი ხომ არის,მაგრამ აკვიატებაცაა.
        (არ შეიმჩნიო კომენტარი-ახლა მივხვდი, სწავლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ ახლა და შემომეწერა :დ)

  5. მახათი არა ისა კიდე…

  6. მწვანე ჯემპრი ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: