რასა ვიქმ (ზამთარი)

რამდენი ხანია “რასა ვიქმ” პოსტი არ დამიწერია… ვითომ ახალი არაფერი ხდება? ახალი არ ვიცი, მაგრამ რაღაც-რაღაცები კი ხდება. კარგი და ცუდი დღეები ერთმანეთს ცვლიან. საბოლოოდ ყველაფერი რეგულირდება და ნორმის ფარგლებში ჯდება. მე კი უკვე მივეჩვიე, რომ სიტუაცია რეგულარულად უნდა ვაკონტროლო, არც ალღოთი მართვაა ძნელი. უბრალოდ, იცი რაც არის საჭირო და ცდილობ ნავი იმ მხარეს შეაბრუნო, საითაც ყველაზე სწორი იქნება წასვლა.

ახლა გაგანია გამოცდებია. უკვ მეხუთე სემესტრს ვხურავ და წინ მხოლოდ 3 სემესტრი მელის. თავიდანვე მეშინოდა, რომ საბოლოოდ ისე დავამთავრებდი ბაკალავრიატს, აზრზეც ვერ მოვიდოდი, რა ვისწავლე და რა გამოვედი. უბრალოდ, დინებას მივყვებოდი. საქმე ისაა, რომ როცა პროფესიას ირჩევ, მთავარი არ არის ვინ გინდა გამოხვიდე, მთავარია რისი სწავლა გინდა. დღეს ბევრს უნდა პროგრამისტი იყოს, მაგრამ ჰკითხეთ ერთი, რამდენს ეხალისება მათემატიკისა და ელექტრონიკის სწავლა? მერე ხვდებიან, რომ ეს არ იყო მათი მოწოდება და ხელმოცარულები რჩებიან. ჰოდა, რაიმე გაურკვევლობაში რომ არ გავყო თავი, გადავწყვიტე მეორადი სპეციალობა (ბიზნესის ადმინისტრირება) მოვიხსნა და “თავისუფალ მოქალაქეობას” მივყო ხელი, რაც თავისუფალ კრედიტებზე გადასვლას ნიშნავს. ახლა შემეძლება კორპორაციული ფინანსების ნაცვლად საზოგადოებრივი გეოგრაფია ან ანალიზური გეომეტრია ვისწავლო. ჰო, კიდევ რაღაც ამბიციების განხორციელებაც დავიწყე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვიტყვი, თუ საქმის ბოლომდე მიყვანას შევძლებ.

მოკლედ, ასე! ახლა არაფერს ვუჩივი, დროის გარდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ წამართვა და სადღაც, ჯერ კიდევ ახლო წარსულში გადაკარგა. ბევრი რამ მომაკლდა, რის გარეშეც ადრე წარმოუდგენელი მეგონა ცხოვრება. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა ჯანმრთელი ადამიანივით. ეს არაფერია. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ასე და არაფერი ემართებათ.

საბოლოოდ, ახალი ჩემი ახალი პროექტის შესახებ გამცნობთ: რადგან ბოლო დროს ქსოვამ ძალიან გამიტაცა და ჯერ ამ აკვიატებისაგან თავის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ახალი, ძალიან მაგარი რამე მოვიფიქრე და უკვე ახალი, საკმაოდ ჩემეული პროექტიც დავგეგმე, რომელიც ახლოსაა კარტოგრაფიასთან.🙂

Posted on 04/02/2012, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. რუქებს აგროვებ? :დ შენ ხო გუგლერტჰი გიყვარს, სადღაც ამ ორს შორის იქნები გაჩხერილი, იმჰო :პ

    • არ ვაგროვებ, მაგრამ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.😀

  2. ანალიზური გეომეტრია.. მბურძგლავს :0

    • მათემატიკის ყველა ნაწილს მირჩევნია ეგ. აზრიანი მეჩვენება ძალიან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: