Nothing Green

მესამედაც დავარეფრეშე და პოსტის წერას ვიწყებ. უფრო სწორად თავის მართლებას ვაპირებ იმის გამო, რომ არ ვწერ და ჩემს ბლოგს მალე ხავსი მოეკიდება. მოეკიდება და მოეკიდოს! ძალიანაც მოუხდება…

არა, სინამდვილეშძი ასე არ არის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი დრაფტი დავწერე, იმათ გამოსაქვეყნებლად არც  გამბედაობა მეყოფა და არც კამათის ხასიათზე ვარ ვინმესთან. არადა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წლის წინ, შემეძლო ერთხდროულად 10 ფორუმზე მეკამათა რაიმე საჭირბოროტო საკითხის შესახებ. მაგალითად, გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვაში შემეძლო გამეთენებინა. ფორუმებზე, რა თქმა უნდა ყალბი ასაკით ვრეგისტრირდებოდი. არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რომ 16 წლის ლაწირაკი ვიყავი. მგონი აბიტურიენტობის დროს ყველას ძალიან ჭკვიანი ჰგონია  თავი. როცა ერთდროულად უამრავ რამეს სწავლობ და აანალიზებ, გონება მთელი დატვირთვით მუშაობს, აზროვნებაც სხვანაირად გეხსნება. არ დაგეზარება თითო სიტყვაზე გამოეკიდო ფორუმელს, მასწავლებელს ან ყველას, ვისაც რამეში არ ეთანხმები. ახლა კამათში ჩაბმა კი არა, მოსმენაც მეზარება.  რა შუაში იყო ახლა ეს? არაფერი, უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რატომ გადავეჩვიე წერას.

ახალი კი არაფერია იმის გარდა, რომ არდადაგები მაქვს. 3 საგნის ქულას ჯერ ისევ ველოდები და ისტერიულად ვარეფრეშებ ბაზას. თან მიკვირს, როდის იყო მე ქულების ამბავი ასე მაღელვებდა, მაგრამ მგონი თავში რაღაც ამომიტრიალდა😀 დილის ვარჯიშებიც ისევ განვაახლე. უკვე 5 წელია საკუთარ წონაზე არ მიდარდია და სულ არ მინდა ახლა ეს პრობლემა დამემატოს. ამ გამოცდების პერიოდში 6 ქილა შოკოლადისა და არაქისის კრემების გადასანსვლა მოვასწარი და ახლა ჩემმა სინდისმა განგაშის ზარი ამიტეხა. ჰო, კიდევ ქსოვასაც არ ვეშვები. იასამნისფერი ძაფები მოვაცუნცულე და მალე ამ ჟაკეტსაც დავამთავრებ. მშვენიერი საბაბი მაქვს, რომ გარეთ ფეხის გადგმა არ მომინდეს.

აჰა, მგონი რაღაც დავწერე და ახლა შემიძლია Publish-ს დავაჭირო. ხვალ დრაფტებს გადავხედავ იქნებ რამე ვიპოვო გამოსაქვეყნებელი თუ არა და ისევ საძიებო სიტყვებში დავიწყებ ქექვას😀

Posted on 19/02/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. კარგია! თან ხავსიც მწვანეა!😉

  2. არადა კამათი ბლოგს როგორ უხდება :>

  3. მარი, ბლოგის მკითხველებს რატომ არ აჩვენებ შენს ნაქსოვ რაღაცებს? რატომ არ აჩვენებ ქსოვის პროცესს, რატომ არ ასწავლი ქსოვის მარტივ ელემენტებს თუნდაც?

    რაც შეეხება “კამათი მეზარება” თემებს, ვეთანხმები ნათიას, მართლაც ძალიან უხდება ბლოგებს კამათი, თუმცა თუ გეზარება, შეგიძლია უბრალოდ არ გააკეთო კომენტარი და ეს პოსტშივე მიუთითო, რომ კამათს არ აპირებ და დაე შენს ნაცვლად სხვებმა იკამათონ: )))

    • ანანო, ვაჩვენე უკვე რაც მოვქსოვე, წინა რომელიღაც პოსტში დევს ფოტოები. მარტივი ელემენტების სწავლება კი ანამ აიღო თავის თავზე და აღარ შევეცილები იდეაში😀 :*

      • ნუ ანა თავის ბლოგზე, შენ შენს ბლოგზე: ) რა შუაშია შეცილება, რავიცი:/

      • ჰო, რავიცი🙂 ახლა კიდევ ერთი სვიტერი დავამთავრე და შემდეგს რომ დავიწყებ, გავასარაროებ😀

  4. xavsis mokideba ki arada… agar vici, amas ra hqvia😀
    daaobe blogi😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: