ჩემი კუდიანი აზრები

არ ვიცი, ახლა წერას რატომ ვიწყებ, როცა დარწმუნებული ვარ,  მაინც არ გამოვაქვეყნებ, მაგრამ  ვცდი, იქნებ რა გამოვიდეს. სადაცაა გათენდება, ახლა წესით დასაძინებლად უნდა მივდიოდე, ისედაც სულ ამერია დღე და ღამე, თუმცა, ეგ არაფერი, ზუსტად ვიცი, რომ სამ დღეში ყველაფერი დალაგდება. ახლა კი ვზივარ და მონიტორს მივჩერებივარ, ფანჯრიდან კი სავსე მთვარე მომშტერებია. ვერ ვიტან, ასე დაჟინებით რომ ჩამისაფრდება ხოლმე. ნეტავ თავს დამანებებდეს, უკვე მეორე დღეა ჩემს ნერვებზე თამაშის გარდა არაფერი უკეთებია. მერე კიდევ ვიტყვი, რომ ასტროლოგიის და კუდიანობების არ მჯერა. არადა, ქუჩაში დაგდებულ ქვასაც კი იმდენ ყურადღებას ვაქცევ, ბოლოს ისიც შემიძლია დავასკვნა, რომ რომელიღაც ვარსკვავიდან გადმოაგდეს. ეგ არის.. მე ოღონდ საფიქრალი მომეცეს და ჯანდაბას ის წამლები, ინდაურივით რომ ვყლაპავ, თავის ტკივილის გამო.

თითქმის ორი თვეა,  ორ დღეში ერთხელ ვიძინებ, მაგრამ ცოტა ხნით. ვინ იფიქრებდა და ძილი ახლა ისაა, რაც ყველაზე მეტად მეზარება. ნამდვილი ტანჯვაა. ჯერ საათ-ნახევარი ვცდილობ თავი ისე დავდო, რომ კისერი არ მეტკინოს, მერე მალ-მალე მეღვიძება და ვატყობ, რომ ბალიშის ქვეშ ამოდებული ხელი დაბუჟებისაგან გაყინული მაქვს, მერე ამდენი წრიალისაგან დაგრეხილი საბნის გასწორებას ვცდილობ და თუ გამიმართლა და მაინც ჩამთვლიმა, აუცილებლად რამე უგვანო სიზმარი უნდა ვნახო. ჩემი სიზმრები ყოველთვის უცნაურობით გამოირჩეოდნენ. ბავშვობაში, როცა სიცხე მქონდა ან ავად ვიყავი, ყოველთვის მარიონეტები მესიზმრებოდნენ, აი ისეთები, “თოჯინების თეატრში” რომ ვნახულობდი. მერე თანდათან მბეზრდებოდა და გამოფხიზლებას ვცდილობდი. ის მაინც მიხარია, რომ კოშმარები ვერ მაშინებენ, რადგან მაშინვე ვფხიზლდები, როცა რამე არ მომწონს.

არადა, სინამდვილეში რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ერთი ნაცრისფერი სიზმარი მინდოდა მეხსენებინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახე. არაფერი რელური, უბრალოდ რაღაცები მენიშნა და ვიცი, თუ მართალი აღმოჩნდება, ეს პოსტი მაინც დამრჩება დამადასტურებლად, რომ ასეც ვიცოდი.

ბოლოს კი დავამატებ რომ არასოდეს მჯეროდა და არც ახლა ვაპირებ დავიჯერო სიზმრებისა და მჩხიბავობების. უბრალოდ, ნებისმიერ ამბავს წიგნში ამოკითხულს თუ სიზმარში ნანახს შეუძლია რაღაცას მიგახვედროს.

Posted on 09/03/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ინტრიგის მომცველი იყო :დ

  2. ეჰ, შენ დრო მაინც გაქვს😦

  3. მე რამდენჯერმე ამიხდა სიზმარი და შესაბამისად რაღაც დონეზე მჯერა, ოღონდ სიზმრების კიარა, საკუთარი ინტუიციის: ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: