მე არ ვარ…

ყოველთვის ვამბობდი, რომ სულაც არ მაქვს ყურადღების ცენტრში ყოფნის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება. მოთხოვნილება კი არა, ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ მძულს ყურადღება. იგი მაწუხებს, სულს მიხუთავს, ნერვებს მიშლის და მაიძულებს გავიქცე. თუ აქ ვინმე ჩემი მეგობარი (ან მეგობრობის კანდიდატი) ხართ, შემიძლია გითხრათ, რომ სულ არ მეწყინება, თუ ყოველ დღე არ დამირეკავთ, დღის ამბებს არ გამომკითხავთ, არ მომიყვებით საკუთარი სადილის მენიუს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ მომმართოთ, როცა რამე დაგჭირდებათ, როცა რამე საქმე გექნებათ და დამერწმუნეთ, თავდაყირაც კი დავდგები, ოღონდ რამე გიშველოთ.

ამ პოსტით კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ:

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმეს იმის გამო დაურეკავს, რომ თავისი მოტეხილი ფრჩხილის ამბავს მოუყვეს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც გჭირდებათ, როცა სალაყბოდ ხართ მოწოდებული. მე არ ვარ ის, ვინც მთელი დღე თქვენთან ერთად იბოდიალებს “ზავეძენიებში” და არ ვარ ის, ვინც აგიტანთ, თუკი თავის მობეზრებას დაუპირებთ!

Posted on 10/03/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ჰეჰე🙂
    მეც ასეთი ვარ.

  2. ეჰ: ( მეც მაპატიეთ… თუმცა წავალ ბოდიშს სხვაგან მოვიხდი… ანდაც მერე იყოს: )

  1. Pingback: ვნანობ! « Green is shining through…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: