რასა ვიქმნ (მარტი)

რამდენჯერაც შემოვალ, სინდისი არ მასვენებს ბლოგის უპატრონოდ მიტოვებისათვის. არც საკუთარის წერით ვიკლავ თავს და არც სხვისი დაწერილის კითხვით. სტატისტიკა კი მეუბნება, რომ აქაურობა ჯერ კიდევ ცოცხალია და ინერციით მაინც აგრძელებს წინსვლას. ჩემი ბლოგი იმ მცენარეს დაემსგავსა, რომელსაც წყალს აღარ უსხამენ. განა იმიტომ, რომ აღარ უყვართ, ან აღარ სჭირდებათ, უბრალოდ აღარ იციან რა მოუხერხონ და ინერციის ძალას ანდობენ მის ბედს. ერთ მშვენიერ დღესაც, გამხმარს და მისიკვდილებულს რომ მიაგნებენ, გული დასწყდებათ, მაგრამ არ გაუკვირდებათ.

12 მარტს მეექვსე სემესტრი დაიწყო. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სრული დომხალი დამხვდა. აქეთ “პინგვინების” მოთქმა ისმოდა, იქით საგნების არჩევით უკმაყოფილო სტუდენტები დარბოდნენ. კატასტროფული სიცივე, კვების პუნქტის არარსებობა, ნაცნობების ძებნა… მაღლივი ჩვეულ ფორმაშია, მე კი მესამე წელია აქ ვსწავლობ და პირველად გავიგე სად მდებარეობს დეკანატი და კანცელარია. კიდევ კარგი, საგნების დროულად არჩევა მაინც შევძელი, რადგან წელს არც ერთი გამოცდის გადაბარება არ დამჭირვებია და მალე გამეხსნა ბაზა. მეორადი სპეციალობის გაუქმების შესახებ განცხადება დავწერე და მომენტალურად ვიგრძენი თავისუფლება. ახლა შემეძლება აღარ ვიწუწუნო, რომ ათას სისულელეს მასწავლიან.

მაღლივი მარტოობის სავანეა. ამას ორი წლის წინ მივხვდი, როცა ჯგუფები დაგვიშალეს, თუმცა ასე არასოდეს შევუწუხებივარ ამ ამბავს. მას შემდეგ უამრავი ნაცნობი შევივიძინე, მაგრამ ძნელია თავისულფალი 2 საათი იქ ისე გაატარო, რომ რამდენიმე წუთით მაინც არ მოგაბეზროს თავი აქეთ-იქით მარტო ბოდიალმა, მოცლილი ნაცნობის ძებნამ, შესვენების გამო დაკეტილი ბიობლიოთეკის გახსნის მოლოდინმა, თავისუფალ რადიატორთან დგომამ,  მე-12 სართულზე ცარიელი აუდიტორიის ამაოდ ძებნამ, რადგან ყოველ მათგანში თითო ადამიანი ზის და რაღაცას ჩაჰკირკიტებს. ეგ არაფერი. თუ გული გულობს, კიბეებზე ზევით-ქვევით სიარულითაც მშვენივრად გაერთობა ადამიანი😀 მე კი ვზივარ ახლა და მეილებს ვარეფრეშებ, სადაც ლექტორებმა სასემინარო მასალები უნდა აგვიტვირთონ.

ჰმ.. ისე დამიწერია, ადამიანს ეგონება ვწუწუნებდე. არა! ძალიან კარგად ვარ. ასე მგონია, ახალი გარდატეხის ასაკი დამეწყო, ოღონდ კარგი გაგებით. ნეტავ 1 წელი მაინც გავძლებდე ამ ჭკუაზე.😀

Posted on 25/03/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. guli mwydeba xolme, aset patara postebs rom wer. : )
    hoda… suratze shen xar?

  2. ნაცნობი სიტუაციაა… და ნაცნობი ხედი😀

  3. ხანდახან ძალიან მენატრება მაღლივი.

  4. მეხუთე თუ მეექვსე?

    • მეექვსე ხო, ჩავასწორებ.. ნეტა რომელი გამომრჩა😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: