ხვალ ოთხშაბათია!

ხვალ ოთხშაბათია! – დიდი რამე, ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც ისევე გათენდება და დაღამდება, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ამ სემესტრში “ოთხშაბათი” და  “ჯოჯოხეთი” ჩემთვის სინონიმებს წარმოადგენენ.

ჰო, სწორად მიხვდით. საწუწუნოდ ვარ მოსული. აი, ისე, ჯიჯღინის ხასიათზე მყოფი პატარა ბავში, რომ დედას აეტუზება კალთასთან, იმ იმედით, რომ დედა დაუყვავებს და თავზე ხელს გადაუსვამს. დედაჩემს ახლა სძინავს, მე კი ჩემს “ბუნაგში” ვარ მოკალათებული, ქსეროქსების დასტასთან და კომპიუტერთან ერთად. ხვალინდელი სემინარებისათვის ვემზადები. 11 დან 17 საათამდე ზედიზედ მომიწევს 4 საგნის სემინარებს დავესწრო. შუალედი არ მექნება, ასე რომ დილითვე მომიწევს აქლემივით შევივსო საკვების მარაგი, რათა დღის ბოლომდე გამყვეს ენერგია. მართალია, კვირაში მხოლოდ ეს ერთი დღე მაქვს ასე დაკავებული, მაგრამ სხვა დროს მაინც ვერ ვახერხებ სწავლას, რადგან მასალებს ყოველთვის წინა დღეს გვიგზავნიან ლექტორები.

ახლა კი ჯერ მოდულის საგნის თემები წავიკითხე და საჭირო რამეები დავაჰაილაითე. ისღა დამრჩენია მეორედ წავიკითხო და მოსაყოლად ვისწავლო, თუმცა მოუსვენრობა მიპყრობს და განსატვირთად ფეისუქს შევაფარებ თავს. აქაც არაფერია საინტერესო. მთელს “ნიუს ფიდს” საფუძვლიანად ჩამოვსკროლავ და როცა მივხვდები, რომ ჩემი წასაკითხი არაფერი მოიძებნება, ავდგები და ისევ ეკონომეტრიკის წიგნს ვეცემი…

კაცმა რომ თქვას, რთულს არც არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი სრულ წესრიგშია. ჩემი უმოტივაციობაც დროებით დამეხსნა და თავის ტკივილს დაულოცა ადგილი, რომელიც ისე ცუდად მექცევა, რომ ციტრამონის აბების კვნეტასაც აღარ აქვს აზრი. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ თავში ერთი შიში მიღიტინებს: ეს ზუსტად ის დროა, როცა გამოცდის წინა დღესაც კი შემიძლია საღათას ძილი დავცე და სინდისმა ოდნავადაც არ შემაწუხოს.🙂

 

Posted on 04/04/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ამ დროს საგალობელს ვრთავ ხოლმე და ისე ვმეცადინეობ, საოცრად ჰარმონიული განცდა მეუფლება.
    ვხვდები, რასაც გრძნობ. ძნელია, მაგრამ შენ შეგიძლია გამკლავება: ) თუნდაც იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარ: ) ახლა გაიღიმე, მას არა! მთელი გულით და წარმატებები!
    პს. მანდ რომ ვიყო, ჩაგეხუტებოდი. ეჰ🙂

    • რამდენი ხანია არ მომისმენია საგალობლები… კარგი აზრია. დიდი მადლობა :* :* ნინიტო :* მეც ჩაგეხუტებოდი ახლა.

  2. ოთხშაბათს 9-დან 5 მდე ვარ უნივერსიტეტში:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: