Still Green!

არ ვიცი ამას უკვე მერამდენედ ვამბობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბუნებამ შეცდომა დაუშვა, როცა ადამიანად გამაჩინა. არადა, ჩემგან მშვენიერი მწვანე მცენარე დადგებოდა. საკვირველია, რომ ყოველ სეზონზე ზუსტად იმავეს განვიცდი, რასაც ჩემი სახლის წინ მდგარი ალვის ხეები. ჯერ იყო და ფოთოლცვენის პერიოდმა კინაღამ გამამელოტა. ახლა კი, როცა სადაცაა კვირტებიდან მწვანე ფოთლები გამოიჩეკებიან, ვატყობ, რომ ჩემი თავი მიბრუნდება. ეს ყველაზე მაგარია, რაც შეიძლება მე დამემართოს. როგორც იქნა, ყველაფერი ვიცანი გარშემო, თითქოს კომიდან გამოვედი და მეხსიერება დამიბრუნდა. არადა 2 თვის წინ საყვარელ მუსიკასაც კი მექანიკურად ვუსმენდი. საშინელებაა, როცა ყველაფერი გახუნებულია და არაფერს ასდის თავისი სუნი.

მოკლედ, მე ისევ აქ ვარ და ძალიან ძალიან მიყვარხართ😀  <3❤

Posted on 08/04/2012, in მწვანე პოსტები. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. მშვენიერი მწვანე მცენარე რომელიც შეიძლება რომელიმე ცხოველს შეეჭამა, ან ზედ მოესაქმა, ან ადამიანთა რომელიმე წარმომადგენელს გადაეწვა?

    • ჩემზე დიდხანს მაინც კი ცოცხლობენ ეს ხეები და ნუ გეშინია, ადამიანებსაც არ ემართებათ ნაკლები.😀😀

      • სამაგიეროდ შენ ბლოგი გაქვს :> ისე, აი ხო ამბობ იგივეს ვგრძნობო, ხოდა შენ შეგიძლია იყო თარჯიმანი და გაახმოვანო მცენარეთა გრძნობები და აზრები: )

      • “დანავაროტკებული” მცენარე ვარ, ე.ი.😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: