ბლოგერი, როგორც ინტრიგანი

დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. როცა არაფერს ამბობ, არც შეკითხვას სვამ, ავტომატურად ითვლება, რომ საკითხის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგაჩნია.  თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ პოსტით არაფრის გაპროტესტებაზე არ ვაპირებ ლაპარაკს.

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს მთელი კლასი მოგვხსნეს გაკვეთილებიდან და სკოლის სააქტო დარბაზში შეგვიყვანესს. გვითხრეს, რომ რაღაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, გაკვეთილების გაცდენის “ხათრით” ყველაფერზე თანახმა ვუყავით, თუმცა ამ ფილმა ნამდვიალდ დიდი დაინტერესება გამოიწვია 10 წლის ბავშვებშიც კი. მას შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე ღონისძიებაში მივირეთ მონაწილეობა. ხშირად გვიტარებდნენ გაკვეთილებს, რომლებიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქუჩაში ნაგვის არდაყრის საკითხით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ, 10 წლის წინ მიღებული ინფორმაციის ნახევარი რომ თუნდაც ყოველ მეორე მოქალაქეს გააჩნდეს, საქართველოში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემა  არანაირად არ იარსებებდა.

არ ვიცი, უკვე მერამდენედ გამაღვიძა დილით ელექტროხერხის ხმამ. უკვე მივხვდი რაც ხდებოდა და აივნიდან დავიწყე დაკვირვება, როგორ ჭრიდნენ მრავალწლოვან ალვის ხეს. არ ვაპირებ თავი დავდო, რომ ეს ხე ნამდვიალდ ჯანსაღი იყო, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის თვალით ის მაინც გავარჩიე, რომ მისი ყოველი ტოტი საფუძვლიანად იყო გამწვანებული. რადგან ჩემი ყველა მეზობელი, იმდენად დაკავებული აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ვერც კი შეამჩნიეს, “ინტრიგნობის” თვისებამ მძლია და გადავწყვიტე დამოუკიდებლად მომემოქმედებინა  რამე.  პირველი, რაც გამახსენდა მერიის ცხელი ხაზი იყო, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა მიპასუხა, რომ ინფორმაცია არ გააჩნდათ. ამიტომ, დაველოდე, როდის შეწყდებოდა პროცესი (რომ თავში რამე არ დამცემოდა) და ფოტოაპარატით შეიარაღებული გამოვცხადდი შემთხვევის ადგილზე, რათა გამეგო რა ხდებოდა და რატომ. ის იყო რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარი, რომ საიდანღაც ვიღაც დაბალი ტიპი გამოჩნდა და მიბრძანა, მის თვალწინ წამეშალა ყველა ფოტო, რომელზეც წაქცეული ხის ტოტები და ხის მჭრელი მანქანა იყო დაფიქსირებული. ვცადე ამეხსნა, რომ უკანონო არაფერი გამიკეთებია და ფოტოების წაშლას არ ვაპირებდი, ის კი დამემუქრა, რომ ჩემი ფოტოებით არსად არ გამიშვებდა.

ვერ გამიგია, რატომ არ აქვს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს გამოხატოს ინტერესი იმის შესახებ, თუ რა ხდება მისი საცხოვრებელი ბინის ირგვლივ. მე კი შეკითხვის დასმაც არავინ დამაცადა და მივხვდი, რომ ხის მჭრელი ბრიგადის რიგით წევრთან არაფრის გარკვევას არ ჰქონდა აზრი და დავემუქრე, თუ არ გამიშვებდა და ფოტოების წაშლას დამაძალებდა, მაშინვე პატრულს გამოვიძახებდი. ამასობაში მანაც მოასწრო სადღაც დარეკვა და თანამოაზრეებიც წამდენიმე წუთში გამოუჩდნენ (ერთი ხანდაზმული ბატონი და ერთიც ვიღაც მსუქანი ქალი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ არ მქონდა უფლება რამენაირი ახსნა-განმარტება მომეთხოვა). მაშინ კი, როცა მიხვდნენ, რომ ფარულად არაფერს ვიწერდი და მათთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოვადგენდი, სიტუაცია ისე შემობრუნდა, რომ თვითონ მომიწია მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. აინტერესებდათ, რაში მჭირდებოდა მოჭრილი ხის ამსახველი ფოტომასალა. სიტყვა “ბლოგერი” მათთვის  საიდანღაც “მოგზავნილი ინტრიგნის” სინონიმი აღმოჩნდა და ჩემი გამომგზავნელის ვინაობის დადგენა დაიწყეს. ამბობდნენ, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე ინფორმაციის გავრცელების ნებართვა არ გამაჩნდა. არც რაიმეს ახსნას ჰქონია აზრი, რადგან მათი ტონის წინაშე ჩემს ხმას თვითოინაც ვერ გავიგონებდი. – აი, ასეთი  ადამიანების ხელშია გარემოს დაცვის საკითხი, რომლებიც ყველას ინტრიგანს უწოდებენ, ვინც საჯარო ინფორმაციის მიღებაზე გამოთქვამს პრეტენზიას. მსუქანმა ქალბატონმა (მეტი საიდენტიფიკაციო ნიშნის გაგება-დამახსოვრება ვერ მოვახერხე) ხმამაღლა და გამოთქმით განმიცხადა, რომ არ მაღირსებდა ხეების მოჭრის ნებართვის ნახვას, რადგან თურმე ინტრიგანი  (სიტყვა “ბლოგერის” მისეული გაგება) ვარ. 

საბოლოოდ საქმე იქამდე  მივიდა, რომ საქმეში მუნიციპალიტეტის უფროსის ჩარევა გახდა საჭირო. როგორც იქნა, იმედი მომეცა, რომ ნორმალურ ადამიანთან შევძლებდი დალაპარაკებას. მან თავის არაკომპეტენტურ თანამშრომებს გამომარიდა და თავიდან ბოლომდე, საფუძვლიანად ამიხსნა, თუ რა ხდებოდა ჩემი საცხოვრებელი ბინის ეზოში. განმიმარტა, თუ რა შემთხვევაში ექვემდებარებოდა ხე მოჭრას ან გადაბელვას, რა ღონისძიებების გატარება შეიძლებოდა გამწვანების არსადგენად და ა.შ.. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე, გადმოგვცემენ ნერგებს, რომლებითაც მოხდება მოჭრილი ხეების ჩანაცვლება.

დიდი გნიასის შემდგომ, უპრობლემოდ მაჩვენეს ნანატრი ნებართვის დოკუმენტი რომლის გამოც “მოგზავნილი ინტრიგნის” სტატუსი დავიმსახურე. იმედია, მუნიციპალიტეტის თანამშრობლები აწი მაინც ისწავლიან საჯარო და საიდუმლო ინფორმაციის გარჩევას. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც მიხვდებიან, რომ ამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც აინტერესებთ და მშვიდად არ ფშვენენ, როცა მათ გარშემო სიმწვანე ნადგურდება.

ახლა კი პოსტში გრამატიკული შეცდომების გადაუმოწმებლობის გამო ბოდიშს მოგიხდით და ხვალინდელი გამოცდის საკითხებს მივუბრუნდები.🙂

Posted on 27/04/2012, in ეს საინტერესოა, მწვანე პოსტები and tagged , , , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. ამას ჰქვია მოქალაქეობრივი ვალის მოხდა🙂
    ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, თუ ელემენტარულად, მოქალაქე გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ, რაც მის ცხვირწინ ხდება. უბრალოდ, ჩვენთან დაინტერესება მართლა ინტრიგანობის წინაპირობა უფროა ხოლმე…
    მაგრამ იმ პატივცემულების საქციელს არანაირი გამართლება აქვს!🙂 შე კაი დედმამიშვილო, გამოდის, რომ ყველაფერს კანონიერად აკეთებ და უპასუხე ადამიანს კითხვაზე, ძნელია???

    • მიხარია შენ რომ მეუბნები ამას. უფრო ვრწმუნდები, რომ მართალი ვიყავი.

  2. +111111111111111111111111111111111… კი არაა და რავი ძალიან ბევრი… ყოჩაღ შე “ინტრიგანო” :დ🙂

  3. ბიჭო აი ყველაზე ენრვებ მომშლელეი ისაა რომ წესივრად არ გცემენ კითხვაზე პასუხს. მათხოვრები @

    • ან რა პასუხი უნდა გაეცა იმას. საერთოდ, რა უნდოდა ვერ გავიგე. სხვის დავალებას ასრულებდა და რაში აინტერესებდა მე რა სურათებს გადავიღებდი.

  4. ნოსტალგია

    ყოჩაღ!!!რაც უფრო ბევრნი იქნებიან შენნაირი “ინტრიგანები”,მით უკეთესი!:) წარმატებას გისურვებ ხვალინდელ(და ყველა) გამოცდაში!

  5. გენაცვალე,რა კაეგი ხარ!
    აი ასეტი უტაქტოები და ხეპრეები მუშაობენ ძირიტადად მანდ,საჩხუბრად რომ მუტრუკს გამოუ=იყვანენა–მარტო მაგ საქმეში რომ ვარგიან!
    ყველა თუ შენნაირად მოვიქნცევით,კარგი იქნება

    • ქეთუსი❤
      ყველა უტაქტო და ხეპრე არაა და ცუდია, რომ ესენი ყველას უტეხავენ სახელს.ძალიან სერიოზულად ულახავენ იმიჯს.

      • მგონი ცუდად გამოვხატე აზრი.ანუ ეგეთი უტაქტოები გამოყავთ ‘საჩხუბრად’ თორე ისე, ძალიან ბევრი სერიოზული და გონიერი ადამიანი მუსაობს,რა თქმა უნდა🙂

      • ჰმ.. ხის მომჭრელებზე უკეთესი წარმოდგენა მაინც არც მქონია არასოდეს. ჰო, გასაგებია რაც თქვი🙂

  6. ყოჩაღ! აი მესმის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.🙂

  7. ყოჩაღ, ვამაყობ შენით :*

  8. აუ წარმოვიდგინე როგორ იდექი ფოტოაპარატ მომარჯვებული :დდდ

  9. ყოჩაღ მარიიი!!!!!!! :* :* :*

  10. ძალიან მომეწონა პოსტი და პირველ რიგში შენი საქციელი. ძალიან სწორია. ამ ბოლო დროს გარემოს დაცვითმა საკითხებმა ძალიან წამოიწია რაც სასიხარულოა, რადგან როცა ლაპარაკობენ ესეიგი ხალხს ადარდებს და იქნებ რამე გამოსავალიც მოიძებნოს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: