წერა მომინდა

წერა მომინდა და შემოვედი. არ ვიცი ამას შემოსვლა უფრო ჰქვია თუ საკუთარი თავის შემოტყუება, მაგრამ მაინც აქ ვარ🙂 აზრზე არ ვარ, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, ინტერესის დაკარგვა, გამოფიტვა თუ კრიზისი. ის კი ვიცი, რომ ვე-ღა-რა-სო-დეს დავწერ ბლოგზე ისე, როგორც შარშან ან შარშანწინ. ბლოგი იმ მეგობარს დაემსგავსა, რომელსაც აღარ ვენდობი და აღარ შემიძლია მასთან გულწრფელად ლაპარაკი. გუშინ მთელი დღე ვცდილობდი ბლოგერების კარაოკე-ფართის შესახებ დამეწერა პოსტი, მაგრამ რამდენი წინადადებაც დავწერე, ათი იმდენი წავშალე და სერიოზულ საგონებელშიც ჩავვარდი. არადა, ძალიან მინდა წერა. სულ სხვანაირად წერა მინდა!

ცოტა ხნის წინ, ნინიტო მეუბნებოდა, შენებური პოსტები მომენატრაო. რომ ვკითხე, რას გულისხმობდა, მიპასუხა შენებური მწვანე და ემოციური პოსტების წაკითხვა მინდაო. გამიკვირდა. საერთოდ არ მეგონა თუ ემოციების გამოხატვა მეხერხებოდა. ამ სფეროში, რასაც ყველაზე მარტივად ვახერხებ, მხოლოდ სიცილი და ტირილია. ზოგჯერ ესენიც კი მეშლებიან ხოლმე ერთმანეთში და ვარ ასე. არც ისე ადვილია სიყვებით ლაპარაკი. მე კი იმდენად ნიჭიერიც არ ვარ, რომ გამოხატვის საშუალებებში დიდი მრავალფეროვნება გამაჩნდეს და შედეგიც სახეზეა.

მორჩა, წავედი. ვეცდები მტვრის გადასაწმენდად მაინც შემოვიდე ხოლმე. თვის ბოლომდე კი იმედია მაისის “რასა ვიქმნ” პოსტის დაწერას მაინც ვინამუსებ.😀

Posted on 24/05/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ჰუჰ, გული შემიტოკდა: )
    ჰოდა ეგ მიყვარს ზუსტად, შეფარულად რომ გადმოსცემ ემოციებს. დამიჯერე, ეგ ძალიან ცოტას შეუძლია…
    ჰოდა…. ნდობის დაკარგვა კი არა, გაუცხოებაა ეგ, გაუცხოება! მეც ვეღარ დავწერ ისე, როგორც შარშან, მაგრამ მთავარი სხვა რამაა, ბლოგი ძალიან მიყვარს. შეეჩვევით ერთმანეთს ნელ-ნელა, რა პრობლემაა.
    ისე, უკვე დაეტყო შენი პოსტი რომ იყო, ოღონდ ნამეტანი სწრაფად დამთავრდა.
    აი, მე ყურებამდე გამეღიმა🙂

    • ვაიმე, რატო ხარ ეგეთი, რატოოოოოოო😀😀 მოგზავნილი ხარ მგონი😀 :* :* :*

  2. აბა ჰე, შაუბერე ^^ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: