ლუდი და მომღერალი ბლოგერები

რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა სრულიად უღიმღამო, დამღლელი და რუტინული დღის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე მაშინვე სახლში წასვლას და 1-2 საათით გამოძინებას ვარჩევ ხოლმე, თუმცა სისულელეა ასე მოქცევა, როცა ზაფხული მოდის, გარეთ მშვენიერი ამინდია და შეგიძლია მეგობრებთან ერთად, ლუდის დასალევად და გასართობად წახვიდე სადმე.

აი, ასე მხიარული გამოდგა ჩემი ორშაბათი საღამო, როცა Studio 5 – ში, Efes-ის კარაოკე ფართიზე ამოვყავი თავი. დიდი ხანია ბლოგერებთან ერთად არსად ვყოფილვარ, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა, რომ საკმაოდ ბევრმა მოვიყარეთ თავი.

ესეც ჩვენ – ეფესის მაისურებში გამოწყობილები. როგორც იქნა, მეც მეღირსა რაღაც ნივთი ჩემი ბლოგის ლინკით😀 გამიკვირდა, როცა ლუდის ბოთლზე ჩემი ნიკი აღმოვაჩინე.

 სხვათა შორის, პირველად მოვახერხე ლუდის ბოთლის დამოუკიდებლად გახსნა. გემოს შესახებ კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ დარგში ექსპერტი ნამდვიალდ არ ვარ, თუმცა 2-3 ყლუპი მაინც გავსინჯე.

ფოტოსესიისა და წახემების შემდეგ, ყველაზე მთავარის დროც დადგა. რა თქმა უნდა, თავიდანვე შეგუებული ვიყავი, რომ ჩემი სამღერი იქ არაფერი იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი ისეთი სიმღერის ტექსტიც მცოდნია, რომლებიც, რომ მკითხო, არასოდეს მომისმენია. აქვე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ან კარაოკეზე სიმღერაა ძალიან რთული, ან ბლოგერების 90%-ს სმენასთან სერიოზული პრობლემები აქვს. თვით ზურიუსის ნამღერი “Desert Rose”-ც კი ისეთი კატასტროფა იყო, რომ როგორც სტინგის ყოფილმა ფანმა, აღშფოთება ვერ დავმალე😀 სამაგიეროდ, ქეთის სიმღერა გამოდგა შედევრი😀

ბოლოს კი, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე “თორმეტმა საათმაც” დარეკა და მეც, იმის შიშით, რომ ჩემი 49 ნომერი სამარშუტო ტაქსი კვახად არ გადაქცეულიყო, იძულებული გავხდი ეს მხიარული გარემო დამეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი. რისი გამოტოვებაც მომიხდა, შეგიძლიათ დანარჩენი ბლოგერების პოსტებიდან შეიტყოთ🙂

Posted on 25/05/2012, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. მერე კინაღამ საზაობა ატყდა, მაგრამ ბევრი არაფერი :დ

  2. ძლიან მმწონს თქვენი ბლოგი.წარმატებებს გისურვებთ მარიამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: