ჩემი დემონები

საათი წიკწიკებს და ჯიუტად შევცქერი, როდის გახდება 9, 10, 11 ან 12 საათი რომ ავდგე და საქმეს მივხედო. არა, ჯერ მეძინება. ველოდები როდის იმოქმედებს ყავის მორიგი “დოზა” რომ აზრზე მოვიდე. მერე ერთბაშად მივცხებ საქმეებს. კი, კი, ასე ვიზამ!

ნელ-ნელა ყველა მაჩვენებელი ნულისაკენ მიექანება. მე კი სასოწარკვეთილი ვცდილობ მათ შეჩერებას და თავის მოთოკვას. ის კი არ მიჯერებს. ფართხალებს და ხელებს იქნევს.

ციფრები, რიცხვები, ქულები, საგნები, ლექტორები, რეფერატები, პრეზენტაციები, ტესტები, კონსპექტები, ქსეროქსები… უი, მეექვსე თავი თუ გადავაქსეროქსე ნეტა? არ დამავიწყდეს, საჯაროს სლაიდები მაქვს ამოსაბეჭდი. წავალ, მეილს დავარეფრეშებ, იქნებ საკითხები გამოგზავნეს… მეძინება, აი უკვე კედელს მივაშტერდი… მეძინება, თორემ უცებ არ დავიძინო, ტკბილად. ჩემი კოშმარების “რეპერტუარი” დღითიდღე მრავალფეროვანი ხდება. ხან მესიზმრება, რომ მეტროს ბაქანზე ვდგავარ და ფეხსაცმელი მისრიალებს, თავს ძლივს ვიმაგრებ, რომ ლიანდაგებში არ ჩავვარდე (ბავშვობიდან მეშინია მეტროსი).  ხან კი ლიფტში ვზივარ, ის კი კატასტროფული სისწრაფით მიდის და არ ჩერდება (ლიფტისაც ყოველთვის მეშინოდა). მოკლედ, საკუთარი ქვეცნობიერი ძალიან ცუდად მექცევა.

ვერ გამიგია, რატომ არ შემიძლია ნორმალური ადამიანივით მოვიქცე? ალბათ იმიტომ, რომ იოლ გზებზე ყოველთვის უარს ვამბობ. აბა რა, მე ხომ არაფერი მჭირდება, მე ხომ ყველაფერი ჩემით უნდა გავაკეთო… შუა გზაზე თუ ნერვემბა არ მიმტყუნეს, მერე საკუთარ თავს ამაყად გავეჯგიმები სარკეში. არა, ეს მეთოდი აშკარად არაეფექტიანია…

მორჩა, ყველაფერი რიგზეა! ძალიან სასაცილო და წუწუნა ვარ, მაგრამ ესეც გაივლის, ისევე როგორც სხვა ყველაფერი!

Posted on 13/06/2012, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. როგორ მესმის შენი…
    ხომ გაეჯგიმე სარკეში შენს თავს ამაყად?: )
    მომენატრე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: