როგორ ვიყიდოთ კომპიუტერი?

ბოლო დროს ძალიან მფლანგველი გავხდი. მგონი ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამე ვიყიდე (საკუთარი ინიციატივითა და დედაჩემის ფინანსებით), რაც მთელი 5 წლის განმავლობაში არ მიყიდია. სეზონი გასული წლის აგვისტოში გავხსენი და მას მერე ონლაინ მაღაზიების მანიაკი გავხდი, თუმცა ახლა ამაზე არ ვაპირებ ლაპარაკს.

იმის გამო, რომ წელს 21 წლის ვხდები (ანუ ოქროს დაბადების დღე მაქვს) ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა მომეცემა, დიდი ხნის ნანატრი ლეპტოპი ვიჩუქო (როგორც იქნა, დავიყოლიე დედაჩემი). ჩემი კომპიუტერი უკვე 6 წლისაა და ბრაუზერში ერთდროულად ორი ტაბის გახსნაზეც კი ერთ ამბავს ტეხს. ვერც საჭირო პროგრამებს ვაინსტალირებ და არც თანამედროვე თამაშებისთვის გამოდგება 512 მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება (იფეთქა გეიმერულმა სულმა). მინდა ჩემს კომპიუტერში ფაილები იდეალურად იყოს დახარისხებული, ყოველ ორ კვირაში ვინდოუსის გადაყენება და ყველაფრის დისკზე ჩაწერა არ მიწევდეს. ჰოდა, როცა კატალოგში შევედი, რათა სასურველი ლეპტოპი შემერჩია, ერთ პატარა პრობლემას წავაწყდი.

ქართველი მომხმარებლები (უმეტესობა მაინც) ძირითად ყურადღებას  პროდუქტის ფერსა და გარეგნულ მახასიათებლებს აქცევენ. ამიტომ ინტერნეტ მაღაზიები და კონსულტანტები საჭიროდ აღარ მიიჩნევენ კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლების სრულ აღწერას. განსაკუთრებით, როცა გოგო ხარ და ტექნიკაშიც დიდად ვერ ერკვევი, მაღაზიის კონსულტანტის რჩევით იყიდი ახალ კომპიუტერს და ბედნიერად წამოხვალ სახლში. მე კი სერიოზულ საგონებელში ჩავვარდი, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ნუ იტყვით და პროცესორები მხოლოდ სახელებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ინტელი იქნება თუ AMD, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი, კი არა და, მთავარია ოპერატიული იყოს 4 გეგაბაიტი. რამდენიმე კონსულტანტი სერიოზულად დავაბნიე კიდევაც შეკითხვებით. სინამდვილეში, სულაც არ ვარ მეწვრილმანე, უბრალოდ არ მინდა ვინმეს ბეცი ვეგონო და ლამაზად შეფუთული ნაგავი შემომტენოს.

კარგი იქნება, ვინმე რამე ტუტორიალს დაწერდეს ან ზოგად მიმოხილვას გააკეთებდეს ამ თემის შესახებ. მართალია, არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდე, მაგრამ ბრმა მომხმარებლის როლში ყოფნის იდეა ოდნავადაც არ მხიბლავს.

ახლა კი ისღა დამრჩენია რამდენიმე სახელმძრვანელოს ჩავუღრმავდე და როცა ყველაფერში კარგად გავერკვევი, მხოლოდ მაშინ მივალ რომელიმე მაღაზიაში და შესაფერის ლეპტოპს წამოვაცუნცულებ. 21 ივლისამდე საკმაო დრო მაქვს🙂

Posted on 15/06/2012, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. ყოჩაღ, რომ არ გეზარება გარკვევა და ქექვა :დ

  2. ეს პოსტი დაწყებული მაქვს, დრაფტშია.🙂 რადგან დაინტერესებაა, ვეცდები ხვალ საღამოს დავამთავრო😉

  3. პ.ს. ვინც გეტყვის, რომ პროცესორები მხოლოდ სახელებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ან უვიცია, ან აფერისტი, ან ეზარება რჩევა.😀

  4. ”ამიტომ ინტერნეტ მაღაზიები და კონსულტანტები საჭიროდ აღარ მიიჩნევენ კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლების სრულ აღწერას”
    – ოხ ეს კატეგორიული საუბრები😉

    • რა აბა? არ არის ეგრე?

      • კომპიუტერულ მაღაზიებში სადაც კი შევსულვარ, თითოეულს აქვს მონაცემები ჩამოწერილი, აბსოლუტურად ყველას.

      • ბევრს მხოლოდ მწარმოებელი ფირმის სახელი აწერია და დეტალურად ვერაფერს იპოვნი. მხოლოდ მყარი დისკის მოცულობა თუ გაინტერესებს, ეგ სხვა საქმეა. არც ერთი კონსულტანტი არ აგიხსნის სელერონსა და ინტელ ქორს შორის განსხვავებას.

  5. რა ლამაზი ბექგრაუნდია

  6. მეც გამომადგებოდა ეგეთი ტუტორიალი..

  7. მე ძალიან ცოტა ვიფიქრე ლეპტოპის ყიდვას. ორი საფიქრალი მქონდა:
    1. ნეთბუქი თუ ლეპტოპი
    2. ნორმალური მახსოვრობა :დ

    • მეხსიერება მეათეხარისხოვანია ჩემთვის. მაინც გარე ვინჩესტერზე უნდა ჩავწერო მნიშვნელოვანი ფაილები. პროცესორი, ვიდეოკარტა და ოპერატიული მაგდებენ საგონებელში:\

  8. მე ვიყიდე ახალი ნეთბუქი და ფაილების გადატანა მეზარება… მეოთე თვე დაიწყო ისევ ძველით ვპოსტავ ;დ

    • საჭირო ფაილები მაინც გექნება გადატანილი😀 ნეთბუქში მაინც არაა საჭირო ყველაფრის შენახვა.

  9. ვაიმე მარი +1 საქართველოს ბრალია თუ არა არ ვიცი, საზღვარგარეთ არასოდეს მიყიდია ტექნიკა, მაგრამ კონსულტანტებს რომ სტერეოტიპი აქვთ – გოგოს მხოლოდ ვიზუალი აინტერესებსო, სწორედ ამიტომ იყო, რომ ლეპტოპის ყიდვას მთელი 4 დღე შევწირე.

    ელიტ ელექტრონიქსში ვიყიდე ლეპტოპი, რომელიც როგორც იქნა მონაცემებითაც და ფასითაც მაკმაყოფილებდა, მაგრამ რად გინდა, სახლში აღმოვაჩინე, რომ ვინჩესტერი ჰქონდა ბრაკი :დ რომ მივიტანე, მკითხეს, შენ თვითონ აყენებდი ვინდოუსსო? და მე ხო-მეთქი, ეტყობა არ იციო:დ მაგრამ მერე აღმოაჩინეს რომ მართალი ვიყავი. მიუხედავად ამისა, იგივე მოდელი აღარ ქონდათ და უფრო ცუდს მტენიდნენ. მერე 100 ლარის დამატება მომიწია, რომ ცოტა უკეთესი მოდელი მეყიდა, რადგან იგივე არ იყო:|

    • ასე მგონია მეც ბევრი ბოდიალი მომიწევს. მახსოვს ამ pc-ზეც ერთი ამბავი დამჭირდა.

      • მოდი ერთ რჩევას მოგცემ. ინტერნეტში შეარჩიე კონკრეტული მოდელი, თავისი კჯრს სერიით :დ და მერე ამ მოდელის სრული სახელით მიდი. ყველაზე მარტივია + მონაცემებს ყველა ნორმალურ მაღაზიაში მოგცემენ ამობეჭდილს და შეადარებ რომ სხვა “საფაკდფსდ” მოდელი არ შემოგტენონ^_^

      • მადლობა :*

      • 😀 u fuckin kidding me

  1. Pingback: ჩემი ახალი მეგობარი « Green is shining through…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: