იგივე

სინამდვილეში ახლა პოსტი დაწერას სულაც არ ვაპირებდი. უბრალოდ შემოვედი, რათა გითხრათ, რომ ცოცხალი ვარ და თავი შეგახსენოთ.

არ ვწერ, რადგან:

  • ვერ ვიტან მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილ პოსტებს;
  • არ მინდა აქაურობა მოთქმითა და ვაი-ვიშით გავავსო;
  • დრო არ მაქვს, რომ ვიფიქრო;
  • არ მინდა სულ ერთი და იგივე ვწერო (თუმცა ასე გამომდის).

საერთოდაც, ვერ ვიტან ისეთ ბლოგებს, როგორიც მე მაქვს. არ მიყვარს, როცა ავტორი სულ თავის სტიქიაშია ჩავარდნილი და ვერ გამოდის. ჰო, კიდევ არ მიყვარს ბლოგები, რომელთა ავტორებიც კომენტარებს ა რ ა ს ო დ ე ს პასუხობენ. მოგვიგდებენ პოსტს და გარბიან.

თავის მართლებას მოვრჩი. ახლა ჩემზე მოგიყვებით. ჰოი, როგორ არ მინდა სიტყვა “გამოცდა” ვახსენო. მგონი, პოსტი არ მაქვს დაწერილი, სადაც გამოცდების გამო არ ვწუწუნებ. ჩემი ცხოვრება გამოცდებად არის ქცეული. უკვე ყოველგვარი იმედი გადამეწყურა, რომ ეს ოდესმე დასრულდება. ალბათ მხოლოდ მაშინ ვიქნები თავისუფალი, როცა საპენსიო ასაკს მივაღწევ და საკუთარი თავის მიხედვის გარდა აღარაფერი მომეთხოვება. მგონი, ადამიანები იმისთვის ვცხოვრობთ, რომ საკუთარი სიბერე უზრუნველვყოთ. ახლა ისევ თვითშებრალების ტალღა წამომივლის და ვიწუწუნებ, რომ ზაფხული უჩემოდ გადის და მე არაფრისთვის არ მცალია. ვერავის ვნახულობ და არ შემიძლია ერთი წუთით მაინც დავივიწყო მოვალეობები, რომლებიც სულს მიხუთავენ.  მგონი პრიორიტეტებიც შემეცვალა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ახლა ცოტა პოზიტივიც. 5 დღეში დაბადების დღე მაქვს. მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია 21 ივლისი, რადგან ვიცი, რომ ჩემს ნებაზე გავატარებ (დიდი იმედი მაქვს). დილით, დაპირებისამებრ, დედა წამიყვანს და ლეპტოპს მიყიდის (რომელზეც წინა პოსტში ვამბობდი) უკვე შევარჩიე როგორიც მინდა და ძალიან მიხარია. მერე სახლში მოვალ, ვინდოუსს და ინტერნეტს დავაყენებ. საღამოს კი ნაყინის საჭმელად წავალ სადმე (დაპატიჟება დასწრებაზეა). ჰოდა, ამასობაში დღეც გავა და მე უკვე 21 წლის ვიქნები. ჰო, კიდევ მიხარია, რომ რამდენიმე დღის წინ მარი ჩამოვიდა (ჩემი დაქალი, რომელიც ძალიან გაეჩვია საზღვარგარეთ და სულ მენატრება). ჯერ ვერ ვნახე, მაგრამ მშვიდად ვარ, რომ ახლოსაა.

სხვა არც არაფერი. ახლა ორი მოდულის საგნის გამოცდა მაქვს დარჩენილი, 19-ში და 27-ში. ამათ მივასიკვდილებ და მერე  შემეძლება ველად გავიჭრე და ყირაზე გადავიდე. თუ აქამდე წაიკითხეთ, მაშინ წარმატებები მისურვეთ. დროებით😀

Posted on 17/07/2012, in me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. არადა, მე ისე მიყვარს შენი ბლოგი…
    ზუსტად ნამდვილად არ ვიცი-რატომ: )

    გამოცდებზე წარმატებები!

  2. დაბ დღეს გილოცავ :*

  3. “ჰო, კიდევ არ მიყვარს ბლოგები, რომელთა ავტორებიც კომენტარებს ა რ ა ს ო დ ე ს პასუხობენ” – საშინლად არ მომწონს მეც! წარმატებები!

  4. აუ მეც არ მიყვარს, კომენტარს რომ არ პასუხობენ ხოლმე,თუმცა ყველა კომენტარი პასუხს არ ითხოვს : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: