ჩემი ახალი მეგობარი

ბოლო დროს, სიახლეების გარეშე ვეღარ ვძლებ. ახალი მეგობრები, იდეები, თუნდაც ნივთები, ყველაფერი ძალიან მჭირდება. მგონი რაღაც გენერალური დასუფთავება ხდება ჩემს თავში, რომელიც სიახლეებისადმი მოთხოვნილებას მიმძაფრებს.

ერთი კვირის წინ, ახალი მეგობარი შევიძინე. ჰო, ვიცი, მეგობრობა ფასდაუდებელი რამაა, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკა დღგ-თაც კი იბეგრება. მოკლედ, როგორც იქნა, ახალი ლეპტოპი მეღირსა! როგორც წინა პოსტში ვამბობდი, ძალიან გამიჭირდა მისი შერჩევა. ბოლოს კი ჩემი კრიტერიუმები Dell Inspiron n5110-მა დააკმაყოფილა.

თავიდან ძლივს შევეგუე. ჯერ ჩემი ძველი ვინდუს ვიენას დაინსტალირება დავუპირე, მაგრამ ცივი უარი განმიცხადა. მერე დრაივერების ძებნას შევალიე 2 დღე (დიდი მადლობა ნინოს, დახმარებისათვის). ახლა კი ყველაფერი ჩემს ნებაზე მაქვს მოწყობილი. მეხსიერება სამ ნაწილად გავყავი. ერთ ნაწილზე ოპერაციული სისტემა დავაინსტალირე, მეორეზე საჭირო ფაილები მაქვს, მესამეზე კი ფოტოებსა და ჩემს “ინტელექტუალურ საკუთრებას” ვინახავ, რაც წაშლას არ ექვემდევარება.

ერთი პრობლემა ის არის, რომ კლავიატურას ვერ ვეჩვევი, მაგრამ ამ ნაკლს სხვა მრავალი უპირატესობა აბათილებს. რაც მთავარია, აღარ მომიწევს სკამზე გაშეშებული ჯდობა. დიდი ბედნიერება ყოფილა, დივანზე წამოწოლილ მდგომარეობაში ფეისბუქის სქროლვა და სიმსის თამაში (ძველ კომპიუტერზე ყველანაირი თამაში წარმოუდგენელი იყო). ჰოდა, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და ცივ ნიავს არ ვაკარებ. სამაგიეროდ, არც თვითონ მაკლებს კომფორტსა და სითბოს (მგონი ზამთარში რადიატორადაც გამოდგება)😀😀 იმედია ახლა მაინც მოვუხშირებ ბლოგზე წერას, თანაც არდადაგები მოუცლელობის გამოც ვერ დავიწუწუნებ.

მოკლედ, ამიერიდან იცნობდეთ🙂

Posted on 01/08/2012, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, ცოლს მაშინ მოვიყვან როცა რომელიმე გოგო ჩემს ლეპტოპზე მეტად მეყვარებაო და ეხლა გამახსენდა ეს რომ წავიკითხე: )) მეც ძალიან მიყვარს ჩემი❤ მშვიდობაში : )

  2. მოგვიანებით გილოცავ :*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: