ბლოგინგ მენეჯმენტი

უკვე მესამე წელია ვაკვირდები და აგისტო ძალიან ცუდი პერიოდია ბლოგინგისათვის. ყველა ისვენებს და ერთობა. ზოგი ქალაქგარეთაა და სრულიად მოწყვეტილია ინტერნეტს. წერისა და კითხვის ხასიათზე ნაკლებად ვართ. მე კი ჩემი ბლოგის არქივს გადავხედე და საშინელმა სინანულის გრძნობამ შემიპყრო. გამახსენდა, როგორი ენთუზიაზმით დავიწყე ყველაფერი, როგორ მიხაროდა თითოეული ახალი იდეა, ახალი პოსტის გამოქვეყნება, გამოხმაურებები… და ახლა რას დავემსგავსე?

ჰოდა, ერთი თვე მაქვს საიმისოდ, რომ ბლოგის აღორძინების გეგმა დავსახო. მთავარია ცოტა სერიოზულად შევხედო ამ ყველაფერს, დახლოებით ისე, როგორც ბიზნეს გეგმას, რომელიც მენეჯმენტის საფუძვლების კურსში ვისწავლე.

პირველი, რაც მოვიფიქრე, გარიგის შედგენაა. უნდა შევადგინო ეფექტიანი განრიგი, დავაწესო დრო პოსტის წერისათვის, თუმცა, პოსტის იდეაზე ფიქრისათვის ყოველთვის უფრო მეტი დრო მჭირდება, თორემ წერას ნახევარ საათშიც ვასწრებ. მოკლედ, მთავარია წესრიგს მივეჩვიო და ბლოგის წინაშე ვალდებულება ვიგრძნო.

მეორე, რაც ძალიან მეხმარება, სხვების ბლოგების კითხვაა. ეს რომ არა, ალბათ მალე მომბეზრდებოდა ყველაფერი. როცა არ ვკითხულობ, არც ვწერ.

დანარჩენს აღარ ვიტყვი. უბრალოდ უნდა დაველოდო “მორიგი სეზონის” დაწყებას და მერე ახალი სუნთქვით დავბრუნდები.

Posted on 16/08/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. მეც სექტემბრიდან ვაპირებ დაბრუნებას და მეტ-ნაკლებად, სისტემატურად მინდა, ვწერო…
    განრიგი ძალიან კარგია, ბლოგერისთვისაც და მკითხველისთვისაც. ერთი ეგაა, არა და არ გამომივიდა😉

    • შენ იმიტომ არ გამოგივიდა, რომ პოსტებს დიდი სიფრთხილით აქვეყნებ. მე დღიურიც რომ ვწერო, მაგაზეც თანახმა ვარ😀

      • მერე, რატომ არ წერ??? :*
        ნუ, მე მოვეშვი დღიურებს🙂

      • ახლა რა დავწერო, სახლში როგორ ვზივარ, როდის დავწვები და როდის ავდგები?😀 ისე, ეგ უნდა დავწერო მართლა.. რა გამოვა ნეტა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: