ინფანტილური კინომანი

როგორც არაერთხელ აღვნიშნე, არდადაგები მაქვს და “სრული დატვირთვით” ვისვენებ. სიცხის გამო, გარეთ გასვლაც მეზარება, ამიტომ დღის მნიშვნელოვან ნაწილს სახლში ვატარებ. ადამიანებს მხოლოდ სოციალური ქსელებით ვეკონტაქტები, საღამოობით კი მეგობრებს ვპატიჟებ და ნაყინისა და მიწის თხილის თანხლებით ფილმებს ვუყურებთ.

ძალიან გვიყვარს ეს მომენტი, როცა ოთახს ჩავაბნელებთ და ფილმის გადმოწერას ვიწყებთ.

– რას ვუყუროთ?

– რავიცი, რაც გინდა.

– კარგი, ოღონდ მიუზიკლი არა!

– კარგი, ოღონდ საშინელებათა ფილმი არა!

და ასე შევდივართ ჩიხში. თუ მე დავთმე, მთელი ფილმის ყურება თვალზე ხელაფარებულ მდგომარეობაში მიწევს, მერე კარგა ხანს ვერ გამოვდივარ შოკიდან. თუ გავიმარჯვე და ჩემი გემოვნებით ავარჩიეთ ფილმი, მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ არის ქვეყნად. ამ შემთხვევაში, როგორღაც შევთანხმდით და “მისტერ პოპერის პინგვინებზე” შევაჩერეთ არჩევანი. პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა ისაა, რომ ჯიმ ქერი ძალიან დაბერებულა, თუმცა ჯერ კიდევ მშვენივრად ჯიმ ქერობს. დანარჩენი არ მახსოვს. როცა სიცილით ვბჟირდები რაღაც-რაღაცები მავიწყდება ხოლმე.😀

ყველა დამცინის, რომ 21 წლის ვარ და ჯერ კიდევ საბავშვო ფილმებს ვუყურებ, რომლებიც უკვე ზეპირად ვიცი. თითოეული მათგანი ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც ხშირად ვიმეორებ, “საზეპიროები” რომ არ დამავიწყდეს😀   ჩემი მოსაწონი ფილმი აუცილებლად უნდა ეხებოდეს ცელქ ბავშვებს, ძიძებს, ცხოველებს, უნდა იყოს კომედიური, ფანტასტიკური ან მუსიკალური ჟანრის. რაც მთავარია, არანაირი  ზომბები, მწვეთავი ონკანები და ჭრიალა კარები. რატომ? იმიტომ რომ ასე ვცდილობ დავიცვა საკუთარი გონება. შეიძლება სირაქლემას პოზიციაში გამოვდივარ, მაგრამ რეალური ცხოვრება ისედაც საკმარისად რთულია, კიდევ 1000 უბედურება რომ არ დავამატო ზედ.  მირჩევნია სისხლისა და გვამების დანახვაზე ისევ გული მიმდიოდეს, ვიდრე თვალი შევაჩვიო და ნორმალურად აღვიქვა.

ახლა კი ძალიან დამავალებთ, თუ რამდენიმე “საჩემო” ფილმს მირჩევთ, თორემ დავიღალე ერთი და იგივეს ტკეპნით. ბოლოს და ბოლოს, კიდევ ერთი თვე მაქვს თავისუფალი😀

Posted on 20/08/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. მისტერ პოპერის პინგვინები❤

  2. მერი

    http://geo.saitebi.ge/comedy/2060-mary-poppins-bbbb-bbbbbbb-bbbbbbbb-1964geohdtvrip-exclusive.html

    წესით უნდამოგეწონოს… :)) შეიძლება ნაყურები გქონდეს..😦

    • მომწონს კი არა, ყველაზე კარგია რაც მინახავს და მომისმენია❤ დიდი მადლობა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: