ვნანობ!

სინანული ტვინის წამღები რამეა. ადამიანები ხშირად დავფიქრდებით ხოლმე, “რა მოხდებოდა ასე რომ მოვქცეულიყავი?” მერე კი ან ვნანობთ, ან გვიხარია, რომ სხვანაირად მოვიქეცით. თუმცა, რატომ ვაბობ ამას პირველ პირში?

საერთოდ ვერ ვიხსენებ ჩემს ცხოვრებაში ისეთ საქციელს, რისი შეცვლითაც ახლა უკეთესად ვიქნებოდი. და მაინც, არის რამე, რასაც ვნანობ? კი, ახლა სასოწარკვეტილი ვნანობ ყველა ჩემს ეგოისტურ საქციელს, იმასაც ვნანობ, რომ ზოგჯერ ბოროტი და გესლიანი ვარ, ვნანობ, რომ  არც ისეთი უანგარო ვარ, როგორიც სხვებს ვგონივარ და სინამდვილეში ყველაფერს პირადი ინტერესებისათვის ვაკეთებ. აი ახლა კი ამ პოსტს ვნანობ ყველაზე მეტად და კარგად ვიცი რისი ღირსიც ვარ ამის გამო. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მეპატიება.

Posted on 06/09/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. სინანული არც თუ ცუდი გრძნობა მგონია…

  2. მეც არ ვნანობ ხოლმე არაფერს.და იმ პოსტს რატომ ნანობ?

    • იმიტომ, რომ ეგოისტურია. არ შეიძლება ყველა მაშინ გახსენდებოდეს, როცა თვითონ გაწყობს.

  3. სინანული არაა ცუდი რამე ჩემი აზრით, მაგრამ გააჩნია რას ნანობ🙂 “დანაშაულს” თუ ნანობ, ეს სინანული მის გამოსწორებას იწვევს ავტომატურას, ან გამოსწორების მცდელობას მაინც.
    რაც შეეხება სინანულს “შეცდომებზე”, არ ვფიქრობ რომ აუცილებელია. ყველა “შეცდომა” რარაცას გვასწავლის და ეს “შეცდომები” საბოლოო ჯამში ჩვენი წარსულია. წარსული კიდე ისეთივე ძვირფასია, როგორც აწმყო და მომავალი.

    პ.ს. ახალი დიზაინი მომეწონა ძალიან. უფრო ინდივიდუალურია, დახვეწილი, ლამაზი და ბლოგს უხდება თან ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: