Update

ახლა აქ რამე ფოტოკოლაჟი უნდა დამედო, რომელზეც ჩემი ბოლოდროინდელი განვითარების ეტაპები იქნებოდა ასახული, მაგრამ სასტიკად დამეზარა გაკეთება.

ჰო, ასეა, ბოლო დროს მართლა ძალიან შევიცვალე. იმაზე არ ვამბობ BMI-ს მაჩვენებელი რომ 18.6-მდე შემიმცირდა, არც იმაზე, უკვე თმის ღებვას რომ ვეღარ ავუდივარ და აღარ ვიცი აბეზარ ჭაღარებს როგორ ვებრძოლო. ჰო, კარგი, ბლოგის ახალ დიზაინსაც არ ვგულისხმობ, ესეც დროებითია.

დღეს ოფიციალურად გადავედი მეოთხე კურსზე. ამ სემესტრში ბოლო სავალდებულო საგანსაც გავივლი და მერე თავისუფალი კრედიტებიღა დამრჩება ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის სტატუსამდე. არც ისე კარგი ყოფილა მე-4 კურსელობა. აივსო მაღლივი “ახალწვეულებით”. მათი შემხედვარე, საბავშვო ბაღის მასწავლებელი მგონია თავი. პირველკურსელს დანახვისთანავე ვცნობ: რაც შეიძლება მაღალი ქუსლები და “პერო” ტანსაცმელი. დაბნეულ სახეებზე არაფერს ვამბობ. მეც ასე ვიყავი, თუმცა ვერ ვიხსენებ, რომელ სემესტრში დავტოვე ჩემი მარად დამფრთხალი გამომეტყველება. რა კარგი იქნებოდა, ყოველთვის ასე კარგად რომ ვყოფილიყავი, დალაგებული და გაწონასწორებული. საერთოდ არაფრის მეშინია, მხოლოდ ის მინდა, ჩემი საქმე გავაკეთო და თუ ვერაფერში გამოვადგები, პრობლემად მაინც არ ვექცე სამყაროს.

კიდევ ერთი სიახლე: ბოლოს და ბოლოს “ავმუშავდი”😀 ჰო, ახლა უკვე სამუშაო ძალას მივეკუთვნები. ეგზომ მოტივირებული ვარ და არც დეპრესიაში ჩავუგდივარ ამ სიახლეს, როგორც ადრე მემართებოდა. ზუსტად ისეთი სამსახური მაქვს, როგორც ბავშვობაში წარმომედგინა: სათვალე, გარშემო უამრავი დოკუმენტი, შტამპი, კომპიუტერი…  ვიჯექი ხოლმე, საქმიანი გამომეტყველებით და ერთი სული მქონდა გავზრდილიყავი, რათა ეს ყველაფერი რეალობად  მექცია. გრაფიკი დატვირთული მაქვს, ჩემთვის მეტისმეტად დატვირთულიც კი, მაგრამ იმედია ძილის ხარჯზე მაინც მოვახერხებ მეცადინეობას. მხოლოდ იმის მეშინია, რომ მთლად არ გამოვიფიტო, თორემ ისედაც არასოდეს ვყოფილვარ ამ ქვეყნისა და ახლა მთლად თუ ჭურში ჩავჯექი, კარგად იქნება ჩემი საქმე. პირობას ვდებ, თუ თავს მსგავს რამეს შევამჩნევ, მაშინვე “რეაბილიტაციის კურსს” მივმართავ.

ესეც ასე. შეგიძლიათ მომილოცოთ ახალი სეზონის დაწყება🙂

Posted on 18/09/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: