რასა ვიქმ (ოქტომბერი)

ცხოვრება ძალიან კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი 2 დღე შეგიძლია ისე გაატარო, რომ სახლიდან ფეხის გადგმა არ დაგჭირდეს. გავიღვიძებ, ზედმეტი ძილისაგან სახეგასიებული, შემიძლია 2 საათი პიჟამოებით ბორიალსა და ყავის სმაში გავლიო. მერე ცოტა საქმეს მივხედო და საბოლოოდ ისევ საწოლსა და ლეპტოპს შორის მოვკალათდე. მოკლედ, არ მესმის რა აქვთ საწუწუნო ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფებს. სამეცადინო მაგათ არ აქვთ და სამუშაო. მე კი დილით, ათის ნახევარზე სამსახურში უნდა ვერჭო. სანამ ფხიზლად ვარ, საქმეს გადავახარისხებ და ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად შევუტიო, თორემ შუადღის შემდეგ მხოლოდ ინერცია მშველის. კლასიკური მუსიკა კიდევ უფრო შემიყვარდა, როგორც მერი პოპინსი იტყოდა, “Spoonful of sugar helps the medicine go down”, ჰოდა ჩავრთავ კარმენის უვერტურას და ვეღარაფერი შემაჩერებს😀 ჩუმ-ჩუმად ვმეცადინეობ კიდევაც, როცა სემინარებზე ვარ წასასვლელი. თუ გამიმართლა, გზად მაკდონალდსში ნაყიდი კანცეროგენების შესანსვლასაც მოვასწრებ. ნაკლები ფიქრი და ბევრი საქმე!

არადა, 2 წლის წინ ვერაფრით ვიქრებდი, რომ უსაქმურობის გარდა კიდევ რამე შემეძლო. თუ დროზე გავიღვიძებდი და ჯერ კიდევ მქონდა შანსი, რომ ლექციებისთვის მიმესწრო, თავს როგორმე წამოდგომასა და ჩაცმას ვაიძულებდი. მერე აღმოჩნდებოდა, რომ გარეთ საკმარისად კარგი ამინდი ვერ იყო. საბოლოოდ, ყველა გეგმას ჯანდაბის გზას გავუყენებდი და თვითგვემის ახალ-ახალ ხერხებს ვიგონებდი. უჭმელობისგან კინაღამ შიმშილის რეფლექსი საერთოდ გავიქრე. გადავწყვიტე, რომ სანამ არ გამოვსწორდებოდი, არაფერს ვაღირსებდი საკუთარ თავს!

საშინელებაა, როცა ზარმაცი ხარ, მაგრამ კიდევ უარესია, როცა სულ ერთია, ზარმაცი იქნები თუ არა. პასუხისმგებლობას ვერაფრის მიმართ ვერ გრძნობ. ყირაზეც რომ გადახვიდე, ამით ვერავის ფერაფერს დააკლებ. ჰოდა, რატომ უნდა გაისარჯო ყოველგვარი მოტივაციის გარეშე?

ჰოდა სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა. სპორტისა და პოლიტიკის მიმოხილვას მე არ დავიწყებ და ჩემი ამბებით მაინც გამოვჩნდები  ხოლმე, კვირაში ერთხელ. ძილინებისა🙂

Posted on 08/10/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. დილა მშვიდობისა🙂

    შინ გატარებულ ორ დღეზე გემრიელი არაფერია ამქვეყნად.

  2. ორივეს უნდა დაგეთანხმოთ….უიქენდის ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა :))))))))

  3. დღეს ზუსტად ასეთი დღე მაქვს და ვეცდები, ბოლომდე დავტკბე!

  4. ძალიან მომეწონა შენი შაბათ-კვირა და ეს პოსტი:)))))))) შემოიარე ჩემთანაც♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: