გაფიცვა მაღლივურად

12 საათი ხდება. უკვე შევეგუე იმ აზრს,რომ ამაღამ დაძინებას აღარ ვაპირებ. სვენებ-სვენებით ვმეცადინეობ ორი გამოცდის 48 საკითხს (ჯამში) და შიგადაშიგ ფეისბუქს ვსქროლავ. ახალი არაფერი, ისევ და ისევ გაფიცვები. ამინდის პროგნოზიც ფერაფრით მახარებს. დილიდან წვიმაა გამოცხადებული და უცებ – ტა-დააააამ!!!

საიდან რა იდეა მოგივა, კაცმა არ იცის. მოკლედ, ხვალ თუ აღმოჩნდა, რომ გაფიცულ ავტობუსებს მეტროც დაემატა, გამოდის, რომ ტრანსპორტის ერთადერთ საშუალებად მარშუტკაღა რჩება. პრინციპში, ჩემთვის ისედაც ყოველთვის ასე იყო, მაგრამ, დილის 8 საათზე, როცა ისედაც ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება გადატვირთულია, რა შანსი მაქვს მე, რომ ამ გაგანია  კრიზისის პერიოდში თუნდაც საქარე მინაზე ცხვირმიჭყლტილმა შევძლო უნივერსიტეტის ქუჩამდე მიღწევა? ე.ი. გამოვა რომ გამოცდაზე ვერ მივალ, მთელს ქვეყანაზე დავიბოღმები და ბარემ იქნებ მეც გავფიცულიყავი. აბა როგორი აზრია? მოთხოვნებსაც სახელდახელოდ ჩამოვაწიკწიკებ:

1. რა ამბავია 4 გამოცდა ორ დღეში?

2. რა დავაშავეთ, ამ ქარში და უბედურებაში ნახევარ საათს გარეთ რომ გვაყურყუტებენ გამოცდაზე შესვლამდე?

3. შეგვიმცირეთ საგამოცდო საკითხები ან დროულად გამოგვიგზავნეთ ისინი, რათა სწავლა მოვასწოთ.

4. ძირს სტუდენტოფოლი დამკვირვებლები. დაგვღალა მაგათმა უმიზეზო ბღვერამ და კივილმა.

5. გვშია! დაგვიბუნეთ კვების ობიექტი, რომელსაც 2 წელია გვპირდებით.

6. გვცივა! ჩაგვირთეთ გათბობა, თორემ გაყინული ტვინით ვერ ვაზროვნებთ!

7. ნატახტარის ლიმონათი გვინდა! -ეს რა შუაში იყო, მარა იყოს, რას მიშლის?

8. და საერთოდ, რა ამბავია ყოველ წელიწადს ამდენი გამოცდები? მოგვიხსენით ყველა და დანიშნეთ ერთი! მაგალითად, ზოგადი მაღლივური უნარ-ჩვევების ტესტი, რომელშიც შეტანილი იქნება საკითხები ყველა ხრიკისა და ხერხის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაურჩე საგნის შეტენვას.

 

P.S:  თუ ამ პირობებიდან მინიმუმ მე-8 პუნქტი მაინც იქნება შესრულებული, დანარჩენიც ავტომატურად გაბათილდება და ყველა ვიცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად.

ესეც ასე🙂

Posted on 12/11/2012, in სხვადასხვა and tagged , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. +1 ერთად გავიფიცოთ : ))

  2. მაღლიველი არა ვარ, მაგრამ არ მიმიღებთ?😀

  3. რას გადამაშავე გოგო :დდდ

  4. მივესალმები იდეას😀 ოღონდ მოთხოვნები მეცოტავება😀

  5. ნატახტარმა დაგლიჯა :დ ისეთი იყო, რომ არ ელი კითხვის დროს და მართლაც ”რა შუაში” რომაა :დ მომეწონა პოსტი ^^

  6. მაღლიველი არ ვარმაგრამ ვიცი რა საშინელებააა😀

  7. magliveli ar var magram vuertdebi gapicvas: ) damkvirveblebi martla ra autanlebi arian:@

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: