წუწუნი

20080101230820!Squidward_tentaclesმთელი დღეა ვცდილობ, საკუთარ ბლოგთან მარტო დავრჩე, რათა ვაი-ვიშით გული მოვიოხო და ისევ 1-2 კვირით დავიკარგო.

უკვე 4 საათია თავი ისე მტკივა, რომ მივეჩვიე კიდევაც და აღარ მაწუხებს. მინდა გონებიდან ყველაფერი ზედმეტი გავფილტრო და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილო ყურადღება. მნიშვნელოვანი კი ბევრი რამეა, განსაკუთრებით როცა მეორე დღეს 3 საგნის სემინარი გაქვს მოსამზადებელი და არ იცი რომელი ერთი შესწირო დანარჩენ ორს, რომელი ხელი მოიჭრა მეორეს გადასარჩენად.

დილაადრიან წამოხტომა, მარშუტკაში კონსპექტის კითხვა, სამსახურში ჩუმ-ჩუმად მეცადინეობა, კვებისა და ძილის არეული რეჟიმი, 2 საგნის ჩაფლავებული კოლოკვიუმი (უარესიც მომსვლია, მაგრამ მაინც), 4 საგნის პრეზენტაცია…

ჰო, ისევ წყეული პრეზენტაციები, თან მაშინ, როცა შემოქმედობითობის თვალსაზრისით ნულზე ვარ. ენერგეტიკულ სასმელებზე “შეჯდომის” იდეამაც არ გაამართლა, რადგან არანაირი აზრი არ აქვს პულსის ხელოვნრად აჩქარებას, როცა გონებასა და თვალებს ეძინება. მინდა, რამე პროგრამა არსებობდეს, რომელიც ქართულენოვან ტექსტებს გაახმოვანებს. აღარ დამჭირდებოდა  კითხვაზე თვალების თხრა.

ახლა რას ვიზამ? წავალ, ჩემს ლოგინში შევძვრები და “საუკუნოვან ლეთარგიას”  მივეცემი. ხვალ კი სამივე სემინარს ჯანდაბაში გავუშვებ და ფოტოაპარატით შეიარაღებული მივადგები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკას. რომ არ დამავიწყდეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მაქვს ინფორმაცია მოსაძიებელი. ასევე, კარგს ვიზამ თუ ევროკავშირის პრეზენტაციისთვისაც მოვძებნი რამეს.

მეტი არაფერი. ახლა მხოლოდ ნებისყოფა და დადებითი ემოციები მჭირდება.

მომავალ პოსტამდე🙂

Posted on 05/12/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ეჰ, სემესტრის ბოლო მაღლივში…😦 წარმატებები🙂

  2. მეც ეგრე ვარ ეს ბოლო პერიოდი, არადა ისეთ უაზრობებში ვხარჯავ დროს სწორად რომ ვანაწილებდე ალბათ მოვასწრებდი ყველაფერს:/ ეხლა ფიზიოლოგიის კონსპექტს ვუზივარ და მალე 4 სააათიც გახდება .

    • დროის სწორად განაწილება რომ შეგვეძლოს, აღარაფერი გაგვიჭირდებოდა სრულიად ადამიანთა მოდგმას😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: