♪ საქართველოს ვარსკვლავი ♪

კარგა ხანია, ტელევიზორთან მწყრალად ვარ. ამიტომ, როგორც წესი, სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი გადაცემების შესახებ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვიგებ  და ზედაპირულად ვადევნებ თვალ-ყურს. რამდენიმე კვირის წინ კი, სრულიად შემთხვევით, საქართველოს ვარსკვლავის ლაივ-კონცერტზე მოვხვდი (მადლობა თინის და ნატოს), ჰოდა, აქედან დაიწყო ჩათრევა.

დღეს “საქართველოს ვარსკვლავში” 4 მონაწილეღაა დარჩენილი. თავიდანვე ვვარაუდობდი, ვინ მოხვდებოდა ფინალში და ჩემი პროგნოზებიც ყოველ ლაივზე მართლდება. ძალიან მინდა, ამ შოუს ღირსეული გამარჯვებული ჰყავდეს და საბოლოო ჯამში ნათესავ-მეგობრობამ არ გადაწყვიტოს “საქართველოს ვარსკვლავის” ბედი.380888_253119271482279_1638567051_n

ახლა, რაც შეეხება მონაწილეებს:

ბოლო ლაივზე ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მანანა ვეკუას ერგო.  მისი გულშემატკივრების ასეთი ისტერიული გააქტიურება ლოგიკურად მეჩვენება წინა ლაივის შემდეგ, როცა მანანა კინაღამ აუტსაიდერებში მოხვდა. პირადად მე, თავიდანვე მომწონდა ეს გოგო, მაგრამ ზოგიერთებისაგან განსვავებით დიდ პროგრესს ვერ ვამჩნევ. ალბათ მანანა ის მანანაა, რომ ნებისმიერი სიმღერა ბოლო ხმაზე უნდა იმღეროს. თუ ამ ნაკლის გამოსწორებაში არავინ დაეხმარება, კარგი იქნება თუ თავისი სტილის შესაფერის სიმღერებს მაინც შეურჩევენ, თორემ მისი შესრულებული “Memory” ძალიან ცუდი იყო.

გიორგი ნადიბაიძე – ჩემთვის ყველაზე შეუმჩნეველი მონაწილეა. არ ვიცი, რას ვერჩი ამ ბიჭს, მაგრამ არც ერთ ლაივზე არ მაქვს ხოლმე იმედი, რომ რამით გაგვაოცებს. თუმცა, წარმატებებს ვუსურვებ და იმედია ლუკას შემდეგ აღარასოდეს ამღერებენ😀

ანი  ჩემი ფავორიტი იყო თავიდანვე. იმედი მაქვს, ფინალშიც ვიხილავ რამე კარგი სიმღერით.

არ ვიცი, ლუკაზე ლაპარაკი როგორ დავიწყო. მომღერალი კი არა, ეს არის ჭექა-ქუხილი სცენაზე.😀 ბოლოს წინა ლაივზე  პირდაპირ შემაძრწუნებელი იყო მისი გამოსვლა (კარგი გაგებით). უაღრესად ემოციური სიმღერა + ასეთი შესრულება… შემეშინა, ნაწილებად არ დაშლილიყო და დარბაზში არ მიმოფანტულიყო.

ბოლოს ჟიურიზე მინდოდა რამდენიმე წინადადების თქმა, მაგრამ ამ პროექტში ჟიურის ფუნქციას მაინც ვერ ჩავწვდი. არაფერს წყვეტს მათი აზრი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მხოლოდ მონაწილეების გასამხნევებლად სხედან იქ, რასაც გვანცა და აჩიკოც მშვენივრად ახერხებენ.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

მომავალ ლაივამდე🙂

Posted on 22/12/2012, in სხვადასხვა, music and tagged , , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. მანანა ვეკუას ერთი ფრანგული ნამღერი მაქვს მოსმენილი მარტო, იქიდან მომეწონა, მაგრამ სხვა არ მინახია…
    მე ლუკას ვგულშემატკივრობ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: