2012

“რა მალე გავიდა” – პირველი დასკვნა, რომელიც გასული წლების შეჯამებისას გამომაქვს ხოლმე. მერე წვრილმანებს რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ არც მთლად ასე მარტივადაა საქმე. მთელი წლის ვარგისიანობის შესაფასებლად თითოეული თვე ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო და შევაჯამო… აი, რაში გამომადგა ჩემი “რასა ვიქმ” პოსტები. მაგრამ ჯობია მაინც ზოგადად მოვყვე.

1. იანვარი, როგორც ყოველთვის, ისევ გამოცდებით დაიწყო.  მივხვდი, რომ სწავლაზე ფიქრსა და ნერვიულობაში უფრო მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე მეცადინეობაში. ჩემი აკადემიური მოსწრების გადამკიდე, სიზარაცე აღარ მეპატიებოდა და მეც უშიშრად ვეკვეთე სასტიკ მტერს😀 საბოლოოდ, მესამე კურსზე სულ 60 კრედიტი ჩავიჯიბე და შვებით ამოვისუნთქე.

PicMonkey Collage2. თავის გასართობად, ქსოვასაც მივყავი ხელი. ამ მხრივ, 2012 წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. 6 ზედა, 3 ქუდი და ერთიც ხელთათმანი მოვქსოვე. საოცარი რამ ემართება ჩემს თვითშეფასებას, როცა  საკუთარი ხელებით შექმნილი ტანსაცმელი მაცვია. მომვალი წლისთვის კი შემომელია იდეები, მაგრამ დრო მაინც არ მაქვს.

3. კიდევ რაღაც-რაღაცები ვისწავლე, მაგალითად  პიანინოზე რამდენიმე სიმღერის დაკვრა. ამ მხრივ არანაირი განათლება არ გამაჩნია, მაგრამ თუ რამე მუსიკა ამოვიჩემე, გული მიწუხდება, სანამ კლავიატურაზე არ გადავიტან. ვიდეობსაც დავდებდი, კომპლექსები რომ არა😀😀

4. რამდენიმე ისეთი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ზუსტად საჭირო დროს გამოჩდნენ ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ, საკმარისია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე. თუ არა და მორჩა, შეიძლება ცხოვრებაში ვეღარასოდეს ნახო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა ყველაზე ახლო მეგობარი გამხდარიყო. თუმცა, მეგობრებთან მაინც ვერ მაქვს საქმე კარგად. ზოგს თვეობით ვერ ვნახულობ ხოლმე და მონატრებას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტად გაუცხოვების მეშინია.

5. ყველაზე მთავარი, რაც ამ წელს დამემართა, მუშაობის დაწყება იყო. ჯერ კიდევ ივნისში, საკუთარ თავს 1 წლის ვადა მივეცი სამსახურის საპოვნელად და სულ 2 თვე დამჭირდა. 4 თვის განმავლობაში იმდენი რამე ვისწავლე, ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი. სხვა რომ არაფერი, როგორც იქნა, ადამიანებთან სიმბიოზურ ურთიერთობას მივეჩვიე და არავის დახრჩობის მანიაკალურ-შიზოიდური სურვილები აღარ მაწუხებს, როცა ვბრაზობ😀

კიდევ რა დავამატო… მგონი ყველაფერი ვთქვი. დღეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და აზრიანი წელი მთავრდება. წეღან მთელი ქარვასლა დავლაშქრე და წიგნების გარდა ვერაფერი შევურჩიე საკუთარ თავს საჩუქრად. ნეტა როდის ვაპირებ მათ წაკითხვას…

გილოცავთ დამდეგ 2013-ს🙂

Posted on 31/12/2012, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: