რასა ვიქმ (01.2013)

tumblr_ma8x8iqzPm1raucnso1_500 (1)უკვე ორი კვირაა ვცდილობ ბლოგს ახალი პოსტი ვაღირსო, მაგრამ დიანასი არ იყოს და დრაფტების მეტს ვერაფერს მოვაბი თავი. ახალ წელზეც მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ასეთი რაღაც უკვე ნათქვამი მქონდა. ბოლოს კი გადავწყვიტე, თვითგვემისათვის თავი დამენებებინა და ბლოგსაც კარგა ხნით შევეშვი.

13 დღე დამრჩა მეშვიდე სემესტრის დამთავრებამდე. ეს კი იმის ნიშანია, რომ ბაკალავრის დიპლომს სულ რაღაც 5 კინკილა თვე და 35 კრედიტი მაშორებს. წუხელ, ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში მთელმა 170-ემ მოვიყარეთ თავი და ისეთი ღრიანცელი ავტეხეთ, ღამის 2 საათამდე ძლივს დავაღწიე თავი. პირველი კურსიდან მოყოლებული ყველა ამბავი გავიხსენეთ, როგორი პინგვინები ვიყავით, როგორ გვაწვალებდნენ მტარვალი ლექტორ-მასწავლებლები, როგორ ვიწერდით გამოცდებს, როგორ გამოყარეს ზოგი “ბიზნესის საფუძვლების” გამოცდიდან, როგორ დაიშალა ჩვენი ჯგუფი… მერე კი მეორე სემესტრი მახსოვს, ყველასგან მოშორებული მარტო რომ დავბოდიალობდი, მას მერე აღარსდ ვყოფილვარ მათთან ერთად, თუ  მაინცდამაინც ზოოპარკში წამოსვლაზე არ დამითანხმებდნენ…😀 სულაც არ ვნანობ! სამაგიეროდ ახლა მაინც ყველა მიყვარს, როგორც შემიძლია და მაშინაც მეყვარება, როცა ვეღარ ვნახავ და შეიძლება ვეღარაფერიც ვერ გავიგო მათზე (ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ).

ახლა კი 6 გამოცდა  მაქვს ჩასაბარებელი, თვის ბოლომდე. შაბათ-კვირას, მე და ჩემი მეგობარი მარი ერთად ვმეცადინეობთ ხოლმე. მარი მიკითხავს და მე ვიმახსოვრებ. კითხვა ყველაზე მეტად მიჭირს, კონსპექტს დავინახავ თუ არა, მაშინვე ლეთარგია მეწყება. მოკლედ, ქრისტეფორე კოლუმბიდან მოყოლებული, ქანქარული  მიგრაციით დამთავრებული ყველაფერი გადავღეჭეთ :Dამ შაბათ-კვირას, იმედია, დანარჩენ საგნებსაც მოვასწრებთ.

არ ვიცი მეტი რა ვთქვა. არაფერი მაწუხებს, არაფერი მტკივა, არ მცივა, არ მწყურია, არ მაინტერესებს, არ მინდა, არ მიყვარს, არ მენატრება, არ მძულს, არ მწყინს, არ  მიხარია… ზუსტად ისე ვარ, როგორც ნაძვის წიწვი, შუა ზამთარში. გაყინული მაგრამ მაინც მწვანე.

მომავალ პოსტამდე :*

Posted on 17/01/2013, in me, myself, I. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ზუსტად ისე ვარ, როგორც ნაძვის წიწვი, შუა ზამთარში. გაყინული მაგრამ მაინც მწვანე. < რა საყვარელია❤

  2. თბილი განცდა დამიტოვა. ეგ კი არა, ახლა მივხვდი, 2 წუთზე მეტია გაღიმებული ვუყურებ ეკრანს: )
    განწყობა ნაცნობია, თითქმის😀

    • ნეკროლოგი რომ დავწერო, მაინც გაგეღიმება შენ.😀 ჩემი ინტონაციით კითხულობ თუ რა გჭრს?😀😀 :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: