სამაგიერო

როცა ძალიან, ძალიან ვიღლები, ჩეზე ბოროტი არავინ არსებობს ქვეყნად. ზუსტად ერთი კვირის წინ, სიმწრითა და გულის ხეთქვით ვკითხულობდი “მე-16 საუკუნის შერეკილი პროფესორების ეკონომიკური ხასიათის გამოხდომებს” და გულში ისეთ რამეებს ვფიქრობდი, თვით ეშმაკსაც რომ არ მოუვა აზრად. ვერ ვიტან, როცა “სად არის ჩემთვის სამაგიერო?!” ხასიათზე ვდგები. ამ დროს ჯობია არავინ დამელაპარაკოს.

დღეს დილით, სამსახურში მივედი და მაშინვე sms.tsu.ge-ს  დარეფრეშება დავიწყე. იმდენად მივეჩვიე, შაბათ-კვირასაც კი ვარეფრეშებ, არადა ვიცი, მაინც არავინ დადებს ქულას. ოდნავ მოგვიანებით კი თვალებს არ დავუჯერე, როცა ერთდროულად ამდენი “მწვანე თოლია” გამოჩნდა. ჩემი შიშიც სადღაც გაქრა და ფერზე მოვედი. ოჰ, როგორ მიყვარს ასეთ დროს ჩემი თავი…😀 ვაღიარებ, წელს პირველად დავწერე გამოცდები სრულიად პატიოსნად. ჰოდა, სამაგიეროს საძიებლად მაშინვე ამაზონზე შევვარდი, რათა ქინდლი გამომეწერა. მერე  გამახსენდა, რომ ქინდლი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ თუ ჩამოაღწევს აქამდე, თანაც უჯრაში წიგნების მთელი მარაგი მელოდება წასაკითქი. ამიტომ გავვარდი და რაც ანგარიშზე მქონდა, მთლიანად ახალ ტელეფონს მივახარჯე.

sony-xperia-tipo

დიდი ვერაფერი, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორიც მჭირდება. უკვე ჩემს ჭკუაზე მოვაწყვე, აპლიკაციები გადმოვწერე, ქართული კლავიატურა დავაინსტალირე და ვარ ბედნიერად😀  მომავალ ხელფასამდე კი  მომიწევს ჯიბეგაფხეკილს სიარული, მაგრამ ფული ხომ არ არის ყველაფერი, არა?😀 აწი შეიძლება აწედანაც დავპოსტო ხოლმე და ფეისბუქს ხომ საერთოდ ვეღარავინ ამაწიწკნის.

ესეც ასე. მომავალ პოსტამდე🙂

Posted on 05/02/2013, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მშვიდობაში🙂

  2. ai shentvis samagiero :)) gilocav, mshvidobashi :))

  3. კარგი არჩევანია😉

  4. გმადლობთ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: