ჩემი პარასკევი

როგორია ჩემი პარასკევი?

პარასკევი სიჩუმის დღეა, ისევე როგორც დანარჩენი 4 სამუშაო დღე. ჩუმად ვარ, იმიტომ, რომ ისედაც ყველა ლაპარაკობს. ჩემ გარშემო, მხოლოდ საჭმელზე, ტანსაცმელზე, დიეტებზე და ბავშვებზე ლაპარაკობენ. ალბათ, როცა შენი ცხოვრების 80 პროცენტი სამსახურს უკავია, სხვა რამეებზე ფიქრის დრო აღარ გრჩება. მერე ამას ეჩვევი, რაღაც სტანდარტამდე დახვალ და შენი თვალსაწიერიდან ყველაფერი გაქრება, პირველადი დანიშნულების საგნების გარდა… ასე რომ დამემართოს, ან თავს მოვიკლავ, ან ყველაფერს მივატოვებ და სოფელში გადავსახლდები, სადაც  ყოველდღიურობა ვერ მომწვდება და თვითგანვითარებისათვის უამრავი დრო მექნება.

558097_533322720046107_918857385_n

ვერ ვიტან პარასკევობით დროის უქმად ხარჯვას, მაგალითად, სამსახურში გვიანობამდე დარჩენას. შვიდის ნახევარზე კისრისტეხვით მივრბივარ, რომ ან სადმე გავისეირნო, ან სახლში მივიდე და თავს მივხედო. თავის მიხედვაში ძილი არასოდეს იგულისხმება. პარასკევობით ყოველთვის გვიან ვიძინებ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ მოვასწრო, მეგობრები ვნახო, გავერთო და ა.შ.

წავედი ახლა შესვენებაზე. ცუდი ამინდია, მაგრამ ცოტას მაინც გავისეირნებ.

აბა ჰე🙂

Posted on 15/02/2013, in me, myself, I. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. რას იზამ, საჭელები, ტანსაცმელი, ბავშვები და დიეტა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია მოკვდავთა ცხოვრებაში და ამ ყველაფრის გარეშე, მართლა სუპერმოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი. დანარჩენი ფილოსოფია და ამაღლებული ამბები ბოდვაა და მეტი არაფერი😉 NOTHING LASTS FOREVER!!!!!!!!!!
    Have a nice week!🙂

    • სოფ, მართალი ხარ, ეგ გარდაუვალი თემებია, მაგრამ მარტო მაგითაც ვერ გაძლებ დიდხანს. დაიღლები, გამოიფიტები😦

  2. აუ, ეხლა იმის სათქმელად შემოვედი, რომ შენი ბლოგის დიზაინი თვალს უხარია, რა❤
    ფანჯრიდან ნაცრისფერი ქუჩა მოჩანს, მაგრამ მარის ბლოგზე ნამდვილი გაზაფხულია. ლალალა : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: