ახალი პოსტი!

საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ. ეს მართლა მე ვარ და პოსტს ვწერ.🙂

“მერი პოპინსი” დავამთავრე. პირველი შემთხვევაა, როცა ვფიქრობ, რომ ფილმი წიგნს სჯობს! ეს ისე, გაფრთხილებასავით. თუ მაინცდამაინც 10 წლის არ ხართ, წაკითხვას არ გირჩევთ. არადა, საბავშვო წიგნების სექციიდან ცოცხალი თავით ვერავინ გამომათრევს. ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მირჩია, 3D ზღაპრებიც გვაქვს პატარებისთვისო. რა ვიცი რა ეგონა. არადა,  არანაირად არ ვარ მზად, საინტერესო წიგნი ვიყიდო და სხვას ვაჩუქო😀 ჩემს “მერი პოპინსსაც” საგულდაგულოდ შევინახავ თაროზე, სადაც წაკითხულ წიგნებს ვდებ. წაუკითხავები ჯერ უჯრაში  მილაგია. კარგს ვიზამ, თუ დროდადრო ნაფტალინს ჩავუყრი. რა ვიცი კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ იქ ყოფნა, ჭია არ დაესიოს.

541242_553713971340315_241833970_nსამაგიეროდ, ხელფასის დღეს “ლატერნაში” გამოვიარე და ფაზლი წამოვიღე. ცოტა ხნის წინ, მაკროეკონომიკული პოლიტიკის ლექტორს დავუნახე, კათედრაზე იჯდა და ფაზლს აწყობდა, ჰოდა მაშინვე ქარვასლაში გავვარდი და დეგას ბალერინა შევარჩიე. გამყიდველმა კი გამაფრთხილა, ძალიან რთულიაო, მაგრამ ვერც წარმომეგდინა ამდენი თუ იქნებოდა 1000 ნაწილი😀 მოკლედ, ის დღე იყო და უკვე ერთი კვირაა ხერხემლის ტკივილს ვერ ვიშორებ. რა შედარებაა, წელისა და კისრის მოძრაობა უკვე შემიძლია, მაგრამ შალმოხვეული სიარული უკვე მომბეზრდა. იმედია, მშენებლობას მალე დავამთავრებ და შვებით ამოვისუნთქებ.

კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა.. მალე სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია იწყება. სიტუაცია ასეთია: ვრეგისტრირდები ელექტრონულად და მშვიდად ვაგრძელებ ბაკალავრიატში სწავლას, სანამ ფინალური და სამაგისტრო გამოცდები ერთად არ დამატყდება თავს. ანუ, ჯერ არ იცი ბაკალავრი ხარ თუ არა და უკვე მაგისტრატურაში აბარებ… როგორ ყოველთვის, სტატუს ქვოს დათმობა მიჭირს. ამ მაღლივში ისე მაქვს ფესვები გადგმული, არ ვიცი რა ამომძირკვავს იქიდან.. არადა, ამ სემესტრში კი საკუთარი ნებით ამოვეძირკვე და “დაბლივში” გადავბარგდი. გეოგრაფიის საგნები ავირჩიე და ვარ ბედნიერად.

აი, ხომ მეტყობა, რომ აღარ ვიცი რაზე ვწერო? არადა, როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი… ჰოდა, თქვენც მიყვარხართ, ვინც ჯერ კიდევ სტუმრობთ აქაურობას❤

Posted on 01/04/2013, in Art, ეს საინტერესოა, me, myself, I and tagged , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ლექტორის და ფაზლის ამბავი მომეწონა🙂 იმედია, ხადური არ იყო – წესით გასართობად არ უნდა ეცალოს🙂

    • არა, ლაზარაშვილი იყო. ისე საყვარლად ერთობოდა..😀

  2. სხვათა შორის, მერი პოპინსი, მგონი არ წამიკითხავს… ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, ის სახეები რაც გონებაში მიტივტივდება ფილმიდან არის თუ წიგნიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: