ახალი გასართობი – ქინდლი

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი თავის განებივრების გარდა არაფერს ვაკეთებ. ხანდახან მგონია, რომ ახალ ნივთებზე დახამებული იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე ვიყავი მიჩვეული და ახლა უარის თქმა მიწევს. დიახ,  გატეხილი ძილისა და დაწყვეტილი ნერბევისათვის სათანადო ანაზღაურებაა საჭირო. ჰოდა, მე ისეთი კეთილი ვარ, საკუთარი თავისთვის არაფერს დავინანებ🙂

ქინდლის შესახებ პირველად 3 წლის წინ გავიგე. ინგლისურში მქონდა დავალებად რამე საინტერესო ნივთის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება, ჰოდა, მე და ჩემმა მეგობარმა ქინდლი შევარჩიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვარგისიანი პრეზენტაცია ვერ გამოგვივიდა. ნახევარმა ჯგუფმა მაინც ვერ გაიგო, რა საჭირო იყო ქინდლი, როცა ისედაც უამრავი წიგნი არსებობობს. მეც კარგა ხანს არ ვღალატობდი ნაბეჭდ ფურცლებს, მაგრამ ვატყობ, რომ თვეში 30-40 ლარი ძალიან ბევრია 2-3 კინკილა წიგნისათვის. ბოლოს და ბოლოს, ეკონომისტი ვარ თუ ვინ? ჰოდა, “მასშტაბის ეკონომია” ვარჩიე და ქინდლი გამოვიწერე!

913695_567969993248046_1546299043_oაი, ასე გამოიყურება, როგორც ყველა სტანდარტული  Paperwhite, (რომლის ფოტოც შემთხვევით ათასჯერ ავტვირთე Facebook-ზე და ფრენდების  ნახევარმა სამუდამოდ დამბლოკა) თან ეს მშვენიერი ყდაც მოვაყოლე. მწვანე მინდოდა, მაგრამ რაც ვნახე, ყველა ძალიან უხარისხო ჩანდა. უკვე იმდენად მიყვარს, დაძინებაც აღარ მინდა, რომ  კითხვას არ მოვცდე. რაც მთავარია:

  •   აღარ მომიწევს 200 კილოიანი ჩანთის თრევა;
  •   აღარ მომიწევს ყველა უაზრი კონსპექტის ამობებეჭდვა;
  •   წიგნის ფესტივალისთვის გადანახული ფულით ახალ კაბას ვიყიდი;   ინლისურს გავიხსენებ/გავიუმჯობესებ;
  •    სამსახურში, თავისუფალ დროს აღარ მომიწევს ჩანთიდან ქსეროქსების ამოლაგება და ყველას დასანახად კითხვა;
  •   მშვენიერი გასართობიცაა.

ახლა კი, საქმეში ჩახედულებმა შეგიძლიათ რჩევები მომცეთ, საიდან გადმოვწერო ელექტრონული ბიბლიოთეკა უფასოდ.🙂

Posted on 03/05/2013, in ეს საინტერესოა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. მშვიდობაში🙂

    ბმულებით მაქვს გატენილი პოსტები🙂 გადმოდი და აარჩიე, სულო და გულო🙂

    • არადა, ზუსტად გუშინ კითხულობდი შენს ბლოგზე ქინდლის შესახებ და ბმულებზე კი არ გამიმახვილებია ყურადღება:facepalm:

  2. მშვიდობაში – ბევრი კარგი წიგნის წაკითხვაში🙂

    საკუთარი თავისგან უფრო სასიამოვნოა საჩუქარი🙂

  3. clouds.ge აქედან შეგიძია გადმოწერო უფასო ელ-წიგნები

  4. მარ, გილოცავ :*

  5. ყდა მწვანე უნდა ყოფილიყო. არ გეკადრება შენ ეგ

    • მე ვერ შევარჩიე ნორმალური მწვანე ყდა და ვინმე თუ მაჩუქებს, უარს არ ვიტყვი😀

  6. რა კარგია, გილოცავ🙂 მეც მინდა :დ

  7. ლორდის საიტზე არის თავმოყრილი ყველა სტატია ვისაც კი ქინდლზე დაუწერია. ნახე

    • ვნახე უკვე. მათ შორის შენი სტატიაც და დავკვალიანდი საფუძვლიანად :*

  8. რამდენად იყიდე?

    • 119 დოლარი ღირს. მთლინობაში 220 ლარი დამიჯდა დაახლოებით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: