My Last Semester

ყოველთვის “გაგებით ვეკიდები” ბუნების კანონზომიერებებს. დასასრული რომ ყველაფერს აქვს, ეგეც კარგად  მაქვს გააზრებული.  მთავარია, ბედნიერი დასასრული იყოს, დიდი ხნის მერე რომ გაგახსენდება და სანანებელი არაფერი გექნება. სინანული იშვიათად მაწუხებს, მაგრამ დანენებით კი მაინც ქრონიკულად  მენანება ყველაფერი. ყველაზე მეტად კი დრო მენანება. უფრო სწორად, ის დროები, რომლებიც წავიდნენ და რომლებიც ახლაც მიდიან ისე, რომ ვერაფერს ვშველი.

ჯანდაბას ჩემი თავი! ვის არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი?

First-And-Last-Semester

გუშინ ბოლო ლექცია მქონდა. ლექციის მერე, სამსახურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხე დროის გაწელვა და დერეფნებში ხეტიალი დავიწყე. – მერე რა? რამდენი ჩემნაირი წასულა აქედან, ახსოვს ვინმეს? აი, ასე მივდივართ ხოლმე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება, რომ ვინმემ რამე კვალი დატოვოს. რა კვალის დატოვება მომინდა ახლა, ხომ არ გავგიჟდი? ბარემ საკუთარი ძეგლიც ხომ არ დავიდგა რომელიმე ფლიგელში? ან კედელზე ხომ არ ამომეკაწრა, “გახსოვდეთ, აქ ვიყავი მე, მარი, მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი სტუდენტი   2009-2013”. მგონი, ადამიანებს საკუთარი თავის უკვდავყოფის ინსტიქტი აქვთ განვითარებული და კარგს თუ ვერაფერს აკეთებენ, მავნებლური საქციელით მაინც ცდილობენ კვალის დატოვებას. შესაბამისად, რადგან უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის მანძილზე ახალი ველოსიპედი ვერ გამოვიგენე, იქნებ რაიმეს გაფუჭება მაინც მომეხერხებინა? – აი, სულ ასეთი დებილური აზრები მაწუხებს, როცა ძილი მაკლია.

ახლა კი ვზივარ და გონებაში “მოგება-ზარალის ანგარიშგებას” ვადგენ – რა დამიტოვა უნივერსიტეტში მოღვაწეობის ოთხმა წელმა? ჯერ იმ საგნების სიის ჩამოწერა დავიწყე, რომლებშიც რამე სასარგებლო და საინტერესო მისწავლია, მაგრამ ამ მეთოდით შეფასება არც ისე ეფექტიანი გამოდგა. საბოლოოდ, მარტივად ჩამოვყალიბდი.

1. უამრავი საინტერესო ადამიანი და რამდენიმე მეგობარი;

2. უამრავი მკვდარი ნერვული უჯრედი;

3. ზოგადი ცოდნა, ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში;

4. რამდენიმე მხიარული მოგონება;

5. რამდენიმე ძალინ საჭირო  უნარი და ჩვევა;

6. ბაკალავრის დიპლომი (ეს ოდნავ მოგვაინებით).

ესეც ჩემი სტუდენტობის ბედნიერი დასარული.

P.S. ორშაბათიდან შვებულებაში გავდივარ და სადმე ხომ არ წავსულიყავი დასასვენებლად?😀

Posted on 13/06/2013, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მე მგონი შეიძლება უნივერსიტეტის დამთავრების მილოცვა ჰო?
    გილოცავ❤

  2. გილოცავ, მარი❤

  3. გილოცავ🙂 გადასარევი გრძნობაა ( ჯერ სამი გამოცდა მაქვს წინ, მაგრამ მაინც)🙂

  4. აი, მე კიდევ სულ რაღაც 2 დღე დამრჩა ბოლო ლექციამდე, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვხვდები, რომ მთავრდება… საერთოდ არ მაქვს ეგ შეგრძნება, რომ 4 წელი გავიდა და ამ თვის ბოლოს უკვე სტუდენტიც აღარ ვიქნები…

    • მაგას მაშინ მიხვდები, სექტემბერში საგნები რომ აღარ გექნება ასარჩევი. ჯერ ძალიან მძაფრად მეც ვერ აღვიქვამ.

  5. გილოცავ, გილოცავ.🙂 მეც გამახსენდა ჩემი 2 წლის წინანდელი ემოციები. წარმატებებს გისურვებ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: