My Green Sea

ზღვა მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი. არა, ნანახი კი არა, დანახული უფრო ითქმის. ნისლსა და წვიმაში, ძლივს ვარჩევდი, რა იყო ეს ვეებერთელა მწვანე სივრცე, რომელსაც თანდათან ვუახლოვდებოდი. ჰო, მწვანე იყო. ყოველ შემთხვევაში, დეკემბრის წვიმიან საღამოს ასე ჩანდა. ან, უბრალოდ, ისე გამიხარდა მისი დანახვა, რომ მწვანედ მომეჩვენა. მოკლედ, ზღვა, რომელიც უკვე 2 წელია ჩემს მეხსიერებაში არსებობს, მწვანეა და იქამდე იქნება ასე, სანამ მეორედ არ ვნახავ და ხელახლა არ დავიმახსოვრებ.

რატომ არასოდეს დავდიოდი ხღვაზე? პასუხი იმდენად მარტივია, თვითონაც მიკვირს. უბრალოდ, ბავშობაში ყოველთვის მაღალმთიან კურორტებზე მატარებდნენ დასასვენებლად. თინეიჯერობის ასაკში კი მხოლოდ იძულების წესით თუ მომაშორებდა თბილისს ვინმე.

აი, ასე გავატარე 22 წელი ხმელეთზე. უკვე მომბეზრდა, რომ ზაფხულობით ჩემზე ფერმკრთალი ქალაქში არავინ დადის.  კარგი, ჰო.. სიფერმკრთალე სულაც არ მადარდებს. უბრალოდ, ზღვისპირა ქალაქების მიმართ მამოძრავებს დაუოკებელი ინტერესი, თანაც უკვე კარგა ხანია, სადმე დამოუკიდებლად წასვლის იდეით ვარ შეპყრობილი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს რკინიგზის საიტზე შევედი და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრს გარეშე 2 ბილეთი ვიყიდე, ჩემთვის და ჩემი მეგობარი მარისთვის, რომელსაც შაბათს დაბადების დღე აქვს და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო. მიმართულება – თბილისი – მახინჯაური. მოკლედ, სულ რამდენიმე დღეში ზღვას მეორედ ვნახავ. მანამდე კი რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი:

  • საცურაო კოსტიუმის ყიდვა – აქამდე არასოდეს მქონია.
  • ბინის ან სასტუმროს მოძებნა.
  • საჭირო ნივთების სიის ჩამოწერა და ბარგის ჩალაგება.
  • აკვარიუმის წყლის გამოცვლა და თევზების მოვლაში დედაჩემის “დატრენინგება”.
  • რუკაზე ბათუმის გზების საფუძვლიანად დაზეპირება და მოსანახულებელი ადგილების სიის შედგენა.
  • ხელფასის აღება😀

სულ ესაა, რასაც ვაპირებ. არ ვიცი, რამდენად რთული ან მარტივი გამოდგება, მაგრამ თუ ჩემი იმედები  გამართლდა და  გენიალური შაბათ-კვირა მელის.❤

vectorgirl91

Posted on 21/08/2013, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ბათუმი❤ ნამდვილად გენიალური შაბათ-კვირა იქნება🙂

  2. აბა, შენ იცი🙂

  3. კარგ დასვენებას გისურვებ :)) დარწმუნებული ვარ მოგეწონება ბათუმი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: