გადაწყვეტილება N 4/09

SPI1722768_Veerბავშვობიდან “ქარის მიმართულებით სიარულს” ვარ მიჩვეული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც “ოფიციალური მონაცემებით” მიიჩნეოდა ნორმალურად. თუ შემთხვევით სასწაული მოხდებოდა და ჩემს რეალურ სურვილებზე დავფიქრდებოდი, მინიმუმ 2 კვირიანი დეპრესია მქონდა გარანტირებული. ამიტომ, ჩემს “წვეტიან” იდეებს დაუყოვნებლივ უკუვაგდებდი და დაუწერელი კანონების ბეჯითად შესრულებას ვაგრძელებდი. ზუსტად ამ პრინციპით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ავირჩიე ფაკულტეტი, სადაც საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა მესაქმებოდა. იმ აზრსაც წინასწარ ვეგუებოდი, რომ შემდგომ ეტაპზე, მაგისტრის დიპლომითვის მექნებოდა მოსაგები ბრძოლა. მოკლედ, ყოველთვის ყველაფერი კარგად შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მიდიოდა.

გუშინ დიდი დღე იყო (3 სექტემბერი კარგად უნდა დავიმახსოვრო და ყოველ წელს, ჩემი “თვალის ახელის” თარიღი ღირსეულად აღვნიშნო). შუადღის პირველ საათზე, როგორც კი შესვენების დრო მოვიდა, სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და მშობლიური უნივერსიტეტის გზას დავადექი. თან ყველა საჭირო საბუთი წავიღე: ცნობა ბაკალავრის ხარისხის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4 და განცხადება, სამაგისტრო გამოცდაზე დაშვების შესახებ.  როგორც ყოვეთვის, კისრისტეხით ავაწყდი მაღლივის უსასრულო კიბეს და გულამოვარდნილი მივადექი ნანატრ მეექვსე საერთულს.  მაშინვე პირველი კურსი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სამდივნოს წინ, 800 პინგვინის ნაცვლად ორმოცდაათიოდე კურსდამთავრებული იყო ჩამწკრივებული და გულანთებული ელოდა საკუთარ რიგს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისე გამოვიდა რომ ჩემი ცნობა, ხარისხის მინიჭების შესახებ არასწორი გამოდგა. მოკლედ, მათივე მომზადებული საბუთის სისწორეზე მომედავნენ და მირჩიეს, სამი დღე მომეცადა, სანამ შეცდომის გამოსწორებას მოახერხებდნენ. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასაკით უფროს ადამიანთან შეკამათება გავბედე და ჩემი მაინც გავიტანე. 10 სექტემბერს, შიდა გამოცდაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვე,  მოტივაცია კი  – საბოლოოდ დავკარგე.

     1. მე არ ვისწავლი 60 საკითხს და არ გავალ გამოცდაზე;

     2. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     3. არ გადავიხდი 2250 ლარს ზუსტად იგივე საგნების სწავლაში, რაც ბაკალავრიატში გავიარე;

     4. სამსახურის შემდეგ, ღამღამობით არ ვივლი მაღლივში.

სამაგიეროდ:

     1. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     2. მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას;

     3.  ვიმეცადინებ მათემატიკასა და ინგლისურში;

     4. მოვიფიქრებ, სად მინდა სწავლის გაგრძელება და შევაგროვებ ფულს;

     5. გაისად მომზადებული ტვინით და ჩავაბარებ ერთიან სამაგისტრო გამოცდას და ავიღებ გრანტს;

     6. შევეშვები ქარის მიმართულებით სიარულს და ვიმოქმედებ დამოუკიდებლად.

გადაწყვეტილება N 4/09

გადაფიქრების ვადა 5 კალენდარული დღე.

Posted on 04/09/2013, in me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. სულ მცირე, პატივსაცემი გადაწყვეტილებაა. და გაბედული.

    ყველაფერი კარგად იქნება )

    გუდ ლაკ!

  2. So, you start revolution ^^

  3. ყოჩაღ მარუსი! GO GIRL!
    მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე რომ მთელი ცხოვრებაა სხვებს ვუწევ ყველაფერში ანგარიშს აი სულ სულ მთელი ჩემი დღე და მოსწრებაა -_- შედეგად ვკარგავ ბევრს მათ შორის ნერვებს დროს და ისეთ რაღაცებს რაც შეიძლებოდა ძალიან კარგი მოგონებები ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში:/ ჩავაბარე ეშმაკმა არ იცის სად და ახლა ვარ ეშმაკმა იცის ვინ :დ მოკლედ… წადი ქარის საწინააღმდეგოდ!

    • ალბათ, მთავარია, “უნდა გავაკეთო” და “მინდა გავაკეთოს” შორის დაიცვა ოქროს შუალედი. და მაინც ყოველთვის მჭირდება ხოლმე კომპეტენტური ადამაინის რჩევა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგრამ ასეთი ადამაინი არასოდეს მყავს ხოლმე გარშემო.:/

  4. მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. სამაგისტროზე არგასვლა კი გავბედე, მაგრამ უკვე მოპოვებული ადგილის დათმობა თითქმის გმირობაა🙂

    • არ გასულხარ? რა ჭკვიანი ხარ😀 50 ლარი არ გადაგიგდია😀

      • მაღლივში დაბრუნება სამუდამოდ გამოვრიცხე😀

      • მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქეთ გადამიხდიან სწავლის ფულს😀 (ხომ ხედავ, მერკანტილიზმით დამაავადეს)😀😀

  5. მომწონს გადაწყვეტილება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: