BIAFF 2013 (ნაწილი 1)

1238360_656017197750552_1350059046_n

15 სექტემბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ზუსტად 2 წელი ველოდი იმ დღეს, როცა BIAFF-ზე დასწრებას შევძლებდი და აჰა! 14 სექტემბერს უკვე მატარებელში ვიჯექი და მახინჯაურის  რკინიგზის სადგურისაკენ მოვიჩქაროდი. ორშაბათიდან კი საკონკურსო ფილმების ჩვენებაც დაიწყო. თავიდან, პროგრამას რომ გადავხედე, ცოტა შემეშინდა. არ ვიცოდი, როგორ მოვახერხებდი დღეში 5-6 ფილმის ნახვას, როცა თითო ფილმის ყურებას, როგორც წესი, 2-3 დღეს ვანდომებ ხოლმე – ესეც ჩემი გულწრფელი აღიარება.

P1220021მოკლედ, 15 სექტემბერს კინოფესტივალის გახსნას დავესწარი და გახსნის ფილმი, გიორგი დანელიას “კუ! ქინ-ძა-ძას” ანიმაციური რიმეიქიც ვნახე.  ფილმში DJ ტოლიკისა და ძია ვოვას ამბავია მოთხრობილი, რომლებიც მოულოდნელად უცხო პლანეტაზე მოხვდებიან და აქედან იწყება მათი საოცარი თავგადასავალი.

16-ში, დილით ვიტალი მანსკის დოკუმენტური ფილმი, “მილსადენი” (Pipeline) ვნახეთ. ფილმში  მთელი ის უარყოფითი მხარეა ნაჩვენები, რომელიც გლობალიზაციის პროცესს ახლავს თან და რომელსაც მთელი მსოფლიო ასე თავგამოდებით არიდებს თვალს. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი გაზის მილსადენზეა დამოკიდებული, რომლითაც იგი ევროპას ამარაგებს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა მომხმარებლის მხარესაა თავმოყრილი. მომპოვებელი  კი შიმშილობის ზღვარზეა.

მძიმე გაწყობის გასანეიტრალაბლედ,  ბრიტანელი რეჟისორის ჯულ ბიშოპის “ნასესხებ დროს” (Borrowed Time) დავესწარი. ფილმის მთავარი გმირია ქევინი, უიღბლო და მშიშარა ყმაწვილი, რომელიც ცუდ წრეში მოხვდება და იძულებული ხდება, დანაშაულის გამოსასყიდად უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინოს. საბოლოოდ, მაინც მოიკრებს გამბედაობას და ეხმარება ადამიანებს, რომლებისთვისაც ადრე მხოლოდ უსიამოვნება მოჰქოონდა.

იმის მიუხედავად, რომ კინოთეატრ აპოლოში საშინლად ცივა და დროდადრო სუნთქვაც კი მეყინება (კონდიციონერი ჩემი ცხოვრებისეული კოშმარია),  მაინც ყველა ფილმზე ბოლომდე ვრჩები, რამდენად მძიმე სანახავიც არ უნდა აღმოჩნდეს. მაგალითად, პიტერ ბროსენსისა და ჯესიკა ვუდვორთის “მეხუთე სეზონი”. ეს ფილმი ყველაზე მეტად ჰგავს  ღამეულ კოშმარს. ერთ პატარა სოფელში, რომლის მცხოვრებლებიც ძველ საუკუნოვან ტრადიციებს დაარღვევენ, ბუნება უჯანყდება და დროის ცვლილება ირღვევა. კვდება პირუტყვი, უფუჭდებათ მოსავალი, მდინარე მკვდარ თევზს გამორიყავს, ყველგან სასოწარკვეთა და ქაოსი ისადგურებს…

P1220097ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი, რომლის ნახვაც მოვასწარი,  ვიქტორია შჟიმანსკას “კაცი, რომელმაც ანგელოზებს ფრენა ასწავლა” იყო. ფილმი გამოჩენილი მარიონეტისტის, მიხაელ მესკეს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. “ყველა მარიონეტი ხანდახან ცოცხალს ჰგავს… მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით… ” ზოგიერთი მარიონეტი კი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ცოცხალია, და ნებისმიერ მოკვდავზე უკეთ შეუძლია ემოციების გამოხატვა. არ ვიცი, რა ვთქვა. რომ შემეძლოს, კიდევ ათასჯერ ვიმოგზაურებდი მესკესა და მისი მარიონეტების სამყაროში.

დღეისათვის სულ ეს არის, რისი ნახვაც მოვასწარი. ველოდები შემდეგ კინოჩვენებას, რომელიც სულ მალე დაიწყება  :)

Posted on 18/09/2013, in სხვადასხვა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ქინ-ძა-ძა-ს რიმეიქი მაინტერესებს ყველაზე მეტად. საინტერესო იქნება ძველის და ახალის მიყოლებით ნახვა. თან, რეჟისორიც ერთია.

    პრინციპში, პაიპლაინიც საინტერესოა.

    იმდენს იზამს ბიაფფი, გაისად შვებულებას სასექტემბროდ ავიღებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: